ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ჩურამ ფინანსთა მინისტრს ფინანსური მხარდაჭერის გაგრძელება აღუთქვა
23 აპრილი, 2021, 17:54
ჩურამ ფინანსთა მინისტრს ფინანსური მხარდაჭერის გაგრძელება აღუთქვა

თბილისი (GBC) - საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) შორის თანამშრომლების საკითხები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და EIB-ის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა სამხრეთ კავკასიაში, მაჩიე ჩურამ.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, პოზიტიურად შეფასდა ბანკის მიერ როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში განხორციელებული ინვესტიციები. აღინიშნა  EIB-ის ფინანსური მხარდაჭერის მნიშვნელობა აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მოდერნიზაციის მიმართულებით. ასევე EIB-ის მონაწილეობაზე ენერგეტიკული უსაფრთხოების, მუნიციპალური, სატრანსპორტო და გარემოსდაცვითი ინფრასტრუქტურის, კერძო სექტორთან დაკავშირებული პროექტების დაფინანსებაში.

ფინანსთა მინისტრმა ბანკის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელს მადლობა გადაუხადა კოვიდ-19 პანდემიის წინააღმდეგ EIB-ის მიერ გამოყოფილი ფინანსური დახმარებისთვის, რითიც შესაძლებელი გახდა ძირითადი სამედიცინო ინფრასტუქტურის გაუმჯობესება და ჯანდაცვის სისტემისთვის აუცილებელი სამედიცინო აღჭურვილობის შესყიდვა.

როგორც  EIB-ის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა აღნიშნა, ბანკი კვლავ გააგრძელებს ქვეყნის მხარდაჭერას, როგორც დაფინანსების, ისე ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით.

დღეის მდგომარეობით, ევროპის საინვესტიციო ბანკს ქვეყნის საჯარო და კერძო სექტორში დაფინანსებული აქვს, დაახლოებით, 2 მილიარდი ევროს მოცულობის პროექტები.

 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები