| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი გადავსებულ საწოლფონდზე აცხადებს. ლევან რატიანმა რუსთავი 2 -ის ეთერში თქვა, რომ თავისუფალი საწოლი ბოლო 2 კვირის განმავლობაში არ არის. ამ დროისთვის რეანიმაციულ, თერაპიულ და ინტენსიურ თერაპიულ განყოფილებებში 160 პაციენტი მკურნალობს, მათ შორისაა ყველასთვის საყვარელი კახი კავსაძე, რომლის მდგომარეობა მძიმეა. ამასთან ლევან რატიანმა ჟანგბადის მე-3 ქარხნის დანატებით, პანდემიის III ტალღისთვის უფრო მეტად გაუმჯობესებულ სერვისზე აღნიშნა, რაც გარკვეულწილად 1 წლიანი გამოცდილებით, მეტი ცოდნის დაგროვებით გახდა შესაძლებელი.
აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში საუნივერსიტეტო კლინიკის გამოცდილ სტაფს სხვა კლინიკაში ვერ მიავლენს, რადგან ყველა მაქსიმალურად დატვირთულია. ისიც აღნიშნა, რომ მიკროორგანიზმის პათოგენეზური მკურნალობა ჯერ შეუძლებელია, მხოლოდ სიმპტომურია და შესაბამისად სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს აცრას, თუმცა მხოლოდ ეფექტურ ვაქცინაციას, რაც მასიურობას გულისხმობს.
1 წელში დაგროვილი გამოცდილებით, რა პერიოდშიც საუნივერსიტეტო კლინიკამ 10 000 პაციენტი გაატარა, ლევან რატიანი დაავადების დამარცხების ერთადერთ გამოსავალს ეფექტურ ვაქცინაციში ხედავს. დაავადების თავისუბურება ის არის, რომ გამკლავება უკვე მძიმე სტადიაში გადასვლის შემდეგ თითქმის შეუძლებელი ხდება. წამყვანმა ექიმს რეინფიცირების შესაძლო გართულებებზეც ჰკითხა და უპასუხა, რომ იშვიათი შემთხვევებია და მართვადი.
რე და ასევე ინფიცირებისგან თავი პირბადით და უსაფრთხოების სხვა გაწერილი წესებით უნდა დავიცვათ და ავიცრათ. რადგან პოსტვაქცინაციური და პოსტინფექციური ჯარისკაცის ანტისხეულები დაგვიცავს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss