თბილისი (GBC) – ჩინეთმა რეკლამის ახალი ფორმატის გამოგონებაზე განაცხადა. რამდენიმე ასეული უპილოტო მოწყობილობით შესაძლებელი გახდა ცაზე ამა თუ იმ პროდუქტის და QR კოდის გამოსახვა. ექსპერიმენტისთვის შანხაის ცა შეირჩა და საფრენი აპარატებით, მაღალი განათების შუქჩრდილებით გამოკვეთილი ფიგურებიც კარგად გამოჩნდა. დრონების შოუ ჩინურმა კომპანიამ (Damoda Intelligent) მოაწყო, რომელმაც ერთდროულად გაშვებული დრონების რაოდენობით რეკორდი თვის დასაწყისში მოხსნა. მობილური თამაშების გასარეკლამებლად კი 2 -ჯერ ნაკლები აპარატი დასჭირდა.




















Facebook
Twitter
Rss