ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
გეზ-ში 6 თვეში 15 400 დეკლარაცია გაფორმდა
23 აპრილი, 2021, 12:11
გეზ-ში 6 თვეში 15 400 დეკლარაცია გაფორმდა

თბილისი (GBC) - ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე და საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზურაბ სიჭინავა ,,აეროპორტის“ გაფორმების ეკონომიკურ ზონაში საჰაერო გზით შემოსული ტვირთების თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების,  ექსპორტისა   და სხვადასხვა საბაჟო რეჟიმში მოქცევის პროცესს დაესწრნენ.

საჰაერო ტვირთებისა და საფოსტო გზავნილების სპეციფიკიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის მიერ, 2021 წლის მონაცემებით, საბაჟო პროცედურების შესრულების შედეგად, 6 300 ტონაზე მეტი ტვირთის დამუშავება განხორციელდა. თანამედროვე საბაჟო აღჭურვილობა, მათ შორის ტვირთების დათვალიერების რენტგენო სკანერები, ხელს უწყობს უსაფრთხოების დაცვას და იმავდროულად, ამცირებს საბაჟო შემოწმების პროცედურების ხანგრძლივობას.

გლობალური პანდემიის მიუხედავად, ბოლო 6 თვის მონაცემებით, ,,აეროპორტის“ გაფორმების ეკონომიკურ ზონაში მებაჟე ოფიცრების მიერ, 14 500 -ზე მეტი დეკლარაცია გაფორმდა, ხოლო შესაბამის პროგრამულ სისტემაში დამუშავებულმა საფოსტო გზავნილების რაოდენობამ ორ მილიონ რვაასი ათასს გადააჭარბა.  მნიშვნელოვანია, რომ საქართველო, როგორც რეგიონის ძირითადი ტრანზიტული დერეფანი,   საბაჟო კონტროლის პროცედურებს შეუფერხებლად,  სწრაფად და მარტივად ახორციელებს. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები