ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საქართველო და უკრაინა საავტომობილო ნებართვებს გაცვლიან
22 აპრილი, 2021, 16:56
საქართველო და უკრაინა საავტომობილო ნებართვებს გაცვლიან

თბილისი (GBC) - საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტის თანახმად, იგეგმება ქვეყნებს შორის საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვების გაცვლა, სატრანსპორტო პროცედურების კონტროლის გამარტივება და საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა ინოვაციური ციფრული ტექნოლოგიებისა და საინფორმაციო სისტემების გამოყენებით.

მემორანდუმს ხელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ - გურამ გურამიშვილმა და უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ - დმიტრო აბრამოვიჩმა მოაწერეს. ღონისძიებას საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი, დავით ფერაძე დაესწრო. შეხვედრაზე მხარეებმა ინოვაციური ციფრული ტექნოლოგიების და საინფორმაციო სისტემების საავტომობილო გადაზიდვებში დანერგვის პროცესებში თანამშრომლობასა და ეტაპობრივად დღეისათვის არსებული ქაღალდის ნებართვების და მათი ხელით კონტროლის სისტემის სრულად ციფრულ ფორმატში გადაყვანაზე ისაუბრეს. მხარეებმა ასევე ორ ქვეყანას შორის საბორნე და საფიდერო გემების რეგულარული მიმოსვლა განიხილეს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები