ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ფიფიამ BGEO-სთან საერთაშორისო დავა წააგო
მარიამ მინაძე
22 აპრილი, 2021, 12:36
ფიფიამ BGEO-სთან საერთაშორისო დავა წააგო

თბილისი (GBC) - ინგლისისა და უელსის უმაღლესმა სასამართლომ BGEO Group Limited –ის წინააღმდეგ რომან ფიფიას სარჩელის განხილვა BGEO Group Limited –ის სასარგებლოდ დაასრულა.

მოსარჩელე სავარაუდოდ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისათვის BGEO Group Limited-ისგან $286.5 მილიონს ითხოვდა, რომელიც სასამართლომ სრულად უარყო და საქმის განხილვა შეწყვიტა.

მოპასუხე მხარე, რომელსაც სონია ტოლანი (QC) და  Freshfields Bruckhaus Deringer LLP წარმოადგენს აპირებს მიყენებული ზიანის საკომპენსაციოდ სასამართლო ხარჯების სრულად ანაზღაურება მოსარჩელე, რომან ფიფიასგან მოითხოვოს.

ზემოთ ხსენებული სარჩელის ინგლისისა და უელსის უმაღლესი სასამართლოს მიერ სრულად უარყოფა გულისხმობს შპს რუსთავის აზოტის აქტივებზე აღსრულებასთან დაკავშირებით  სს საქართველოს ბანკისა და მისი ჯგუფის წევრი კომპანიების წინააღმდეგ წარსულში არსებული ყველა სასამართლო პროცესის დასრულებას.

ამ საკითხთან დაკავშირებით, East West United Bank S.A, Agrochim S.A. და Sistema Holding Limited-ის მიერ წამოწყებული კიდევ ერთი დავა სს საქართველოს ბანკის და სს ბიჯეო ჯგუფის და სხვების წინააღმდეგ  (რომლითაც ისინი ზიანის ანაზღაურების სახით $93.6 მლნ-ს ან რესტიტუციას ითხოვდნენ) მოპასუხეთა სასარგებლოდ საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2020 წლის 29 დეკემბერს დასრულდა, როდესაც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა ორი ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილება და მოსარჩელეთა პრეტენზიები სრულად უარყო.

 

 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები