ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ტურიზმის ადმინისტრაცია გერმანულ მედიას მასპინძლობს
21 აპრილი, 2021, 17:01
ტურიზმის ადმინისტრაცია გერმანულ მედიას მასპინძლობს

თბილისი (GBC) - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული გამოცემის „Süddeutsche Zeitung”-ის ჟურნალისტებს უმასპინძლა. გერმანული მედიის წარმომადგენლებმა 1 კვირიანი პრეს-ტურის ფარგლებში თბილისი, კახეთი და დაცული ტერიტორიები მოინახულეს.

საქართველოში ახალი ტურისტული პროდუქტის ცნობადობის გაზრდისა და პოპულარიზაციის მიზნით, გერმანულ გამოცემაში საქართველოს ტურისტული მიმართულებისა და ფრინველებზე დაკვირვების შესახებ სტატიები დაიბეჭდება.

გერმანული მედიის წარმომადგენლები გურჯაანს, ტიბაანს, სიღნაღს, დედოფლის წყაროს ესტუმრნენ.  საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებმა  ჭაჭუნის აღკვეთილი და ვაშლოვანის დაცულ ტერიტორია დაათვალიერეს.

ყოველდღიურ გამოცემას Süddeutsche Zeitung”- მილიონ სამასი ათასამდე მკითხველი ჰყავს და განსაკუთრებით პოპულარულია 20-დან 50 წლამდე ასაკის ადამიანებში.

ჩვენი მიზანია კონკრეტული ტურისტული პროდუქტის პოზიციონირება საერთაშორისო ბაზარზე.  ამ მიზნით საქართველოს ეწვივნენ „Süddeutsche Zeitung“-ის ჟურნალისტები, მათ მოინახულეს საქართველოს დაცული ტერიტორიები. საერთაშორისო ჟურნალისტებმა მოამზადეს მასალა სათავგადასავლო და ეკოტურიზმის მიმართულებით, რომლის პოზიციონირებაც გერმანულ ტურისტულ ბაზარზე მოხდება. ეს ხელს შეუწყობს საქართველოს ტურისტული მიმართულებების პოპულარიზაციას  გერმანულ ტურისტულ ბაზარზე.“-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა

"ფრინველებს ვიკვლევთ ვაშლოვანში, ჭაჭუნაში.  ეს ეროვნული პარკები განსაკუთრებული ლანდშაფტით გამოირჩევა და მე მოვამზადებ სტატიებს ჩვენი გამოცემისთვის.  ძალიან მომწონს საქართველოს ამ ნაწილის  ბიომრავალფეროვნება,  მთები, მდელოები,  კანიონები. ჩვენ უამრავი სახეობის ფრინველი ვიხილეთ. გერმანიასა და  საქართველოში ძალიან ბევრი მსგავსი ფრინველია, მაგრამ გერმანიაში  ინდუსტრიალიზაციის შედეგად  ტოროლები თითქმის გაქრნენ,   ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართვლოში ფრინაველთა ეს სახეობა შენარჩუნებულია.“- თქვა Süddeutsche Zeitung -ის ჟურნალისტმა, რომელიც საქართველოს მე-4-დ სტუმრობს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები