ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
CAREC-ში ქართული პორტები დააფასეს
21 აპრილი, 2021, 12:39
CAREC-ში ქართული პორტები დააფასეს

თბილისი (GBG)„საქართველოს პორტებს და, ზოგადად, საზღვაო სფეროს უდიდესი მნიშვნელობა აქვს CAREC-ის თანამშრომლობაში შემავალი ქვეყნებისთვის," – TRENT.AZ-ის ცნობით, ამის შესახებ CAREC-ის (Central Asia Regional Economic Cooperation) კვლევაშია აღნიშნული.

ამავდროულდ კვლევის ავტორები საქართველოს პორტებსა და საზღვაო სფეროში სახელმწიფო რეგულაციების არ არსებობაზე მიანიშნებენ და ამას მნიშვნელოვან პრობლემას უწოდებენ.

„CAREC-ის (Central Asia Regional Economic Cooperation) წევრი ქვეყნებიდან (აზერბაიჯანი, ავღანეთი, თურქმენეთი, მონღოლეთი, პაკისტანი, საქართველო, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, და ჩინეთი) მხოლოდ სამ ქვეყანას - საქართველო, პაკისტანი და ჩინეთი - აქვს საზღვაო პორტები. კიდევ სამ ქვეყანას - აზერბაიჯანი, ყაზახეთი და თურქმენეთი - აქვს პორტები კასპიის ზღვაში, რომელსაც არ აქვს გასასვლელი სხვა ზღვაში. ლოგისტიკის ექსპერტების დასკვნით, ვოლგა-დონის არხი მხედველობაში არ მიიღება, რადგან მისი გატარების უნარი შეზღუდულია. CAREC-ის წევრი ქვეყნების უმეტესობა ექსპორტის და იმპორტის სატრანსპორტო მომსახურების დროს იმ ქვეყნების საზღვაო პორტებს ეყრდნობა, რომლებიც არ შედიან CAREC-ის ჯგუფში. ეს ასპექტი CAREC-ის იმ ქვეყნებს, რომლებსაც არ აქვთ გასასვლელი ზღვაზე, ძლიერ დამოკიდებულს ხდის მესამე ქვეყნების, მნიშვნელოვნად რუსეთის, თურქეთის და ირანის, ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო ქსელის გატარების უნარზე“-აღნიშნულია კვლევაში.

CAREC-ის ქვეყნების პორტებისა და ლოგისტიკური სისტემის მიზნობრივი კვლევა 2019 წელს დაიწყო და 2021 წლის მარტში გამოაქვეყნა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები