ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
დედამიწის დღეს პროკრედიტ ბანკის და EBRD-ის GEFFის ორგანიზებით ფორუმი იმართება
21 აპრილი, 2021, 12:36
დედამიწის დღეს პროკრედიტ ბანკის და EBRD-ის GEFFის ორგანიზებით ფორუმი იმართება

თბილისი (GBC) - ხვალ, დედამიწის დღეს პროკრედიტ ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მწვანე ეკონომიკის დაფინანსების პროგრამის (GEFF)  ორგანიზებით 17:00 საათზე  მწვანე ონლაინ ფორუმი გაიმართება, თემაზე „მზის ელექტროსადგური - მდგრადი ინვესტიცია და ბიზნეს სარგებელი“. 

ფორუმზე დასასწრებად, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია  

საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, განხილული იქნება პროექტის უპირატესობები ბიზნესისა და გარემოსთვის, დაფინანსების პირობები. ელექტრო ენერგიის ბაზარზე ბოლო დროს განხორციელებული ცვლილებები, რამაც კიდევ უფრო ეფექტური გახადა სუფთა ენერგიის წარმოების პროექტი ბიზნესისთვის.  

პროკრედიტ ბანკის წარმატებული მაგალითის საფუძველზე შეფასდება რეალური სარგებელი. მოგეხსენებათ,  ბანკს 2020 წლის ივნისიდან საკუთარი მზის ელექტროსადგური აქვს განთავსებული სათაო ოფისის სახურავზე, რომელიც სუფთა ენერგიას გამოიმუშავებს. ამასთანავე, დამსწრე საზოგადოებას საშუალება ექნება მოისმინოს სხვა წარმატებული მაგალითები და ბევრი საჭირო ინფორმაცია, რაც მათ გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარებათ. შეხვედრა გაიმართება ქართულ ენაზე. 

სპიკერები: 

ალექსანდრე ჯაშიაშვილი - ProCredit Bank 

მურად ხარაიშვილი - GEFF საქართველოში 

ანდრო ბუთხუზი - GEFF საქართველოში 

გრიგოლ გუმბერიძე - Mego.ge 

ლევან კობახიძე - Sun house 

შეხვედრას მოდერაციას გაუწევს ანა იასეშვილი.  

GEFF საქართველოში მხარდაჭერილია მწვანე კლიმატის ფონდისა (GCF) და ავსტრიის ფედერალური სამინისტროს (BMF) მიერ. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები