| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ინფორმაციით, მტკვარი ჰესზე ძირითადი სამშენებლო სამუშაოების დასრულება 2021 წლის ბოლო იგეგმება.
მტკვარი ჰესის აქტიური სამშენებლო სამუშაოები 2014 წელს
დაიწყო, მას შემდეგ რაც თანაინვესტირების ფონდმა შეჩერებული პროექტის 100%-იანი წილი
გამოისწყიდა და პროექტის განხორციელება განაახლა.
მტკვარი ჰესის ექსპლუატაციაში შესვლის თარიღმა არაერთხელ
გადაიწია. საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის მიხედვით, ჰესის
მშენებლობის დასრულება თავდაპირველად 2017 წელს იგეგმებოდა. ქსელის განვითარების განახლებული,
2021-2031 წლების გეგმის მიხედვით, მტკვარი ჰესის ექსპლუატაციაში შესვლა უკვე 2022
წელს იგეგმება.
ცნობისთვის, მტკვარი ჰესის დადგმული სიმძლავრე 53 მგვტ,
ხოლო საშუალო წლიური გამომუშავება 251,5 მლნ კვტ.სთ იქნება. პროექტის საინვესტიციო
ღირებულება კი 157 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss