ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
მიშელი კანონმდებლებისგან სამართლებრივ და საარჩევნო რეფორმას ელის
20 აპრილი, 2021, 18:44
მიშელი კანონმდებლებისგან სამართლებრივ და საარჩევნო რეფორმას ელის

თბილისი (GBC) - მოხარული ვარ, რომ ბოლო ვიზიტიდან 6 კვირაში კვლავ საქართველოში ვიმყოფები, - ევროსაბჭოს პრეზიდენტი პარლამენტში მივიდა, პოლიტიკურ ლიდერებთან, რომლებიც მისი თქნით ამიერიდან იმუშავებენ ერთად ინკლუზიურ პარლამენტში. მანამდე შარლ მიშელი ქვეყნის პრეზიდენტს და პრემიერს შეხვდა,

მადლობელია პრემიერის, გამბედაობისთის, მუდმივად ხაზზე ყოფნისთვის, ბრიუსელში ვიზიტისთვის. ასევე აფასებს ოპოზიციის ერთგულებას.

 „მსურს, ჩემი დაფასება გამოვხატო ოპოზიცის მიმართ იმ ერთგულებისთვის, რომელიც გამოხატეს თვიანთი პოლიტიკური ინტერესების გვერდით გაწევით. ეს არ არის სისუსტე, არამედ არის სიძლიერე და გონივრული მიდგომა, რომელიც საჭირო იყო ამ ეტაპზე. ჩვენ აი, ამ მომენტით უნდა ვისარგებლოთ, რათა პარლამენტში ერთად იმუშაოთ უკეთესი მომავლისთვის. ეს რეფორმებია ის, რაც საქართველოს სჭირდება, რაც უზრუნველყოფს თქვენი მოსახლეობის უკეთეს მომავალს, რათა გაიხსნას გზა უფრო სიღრმისეული თანამშორომლობისთვის ევროკავშირსა და საქართველოს შორის.

ევროკავშირი არის უძლიერესი პარტნიორი საქართველოსთვის, ჩვენ გვაქვს საერთო ფასეულობები, საერთო ინტერესები დემოკრატიის და რეფორმების განხორციელების მიმართებით, ჩვენ თქვენს გვერდით ვართ. არსებული პანდემიის პირობებში და ეკონომიკური რეფორმების ფარგლებში ევროკავშირი 400 მილიონი ევროთი ეხმარება ქვეყანას, ევროკავშირი გამოხატავს უძლიერეს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. დღეს მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ ორმხრივი ურთიერთობები არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძლიერი პარტნიორობა და თანამშრომლობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებეში აქტუალურია. პრემიერო, გარწმუნებთ, რომ ყველა წარმატება იქნება მიღწეული ერთობლივად დემოკრატიის სიძლიერის, კეთილდღეობის მიზნით და გისურვებთ ამ სიძლიერეს ევროპის მეგობრების რანგში. ეს ნდობა არის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები