| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ, სოციალურ ქსელში, ევროპელი მომლაპარაკებლების შეთავაზებულ შეთანხმებაზე ხელმოწერის შესახებ განაცხადა, 3 რამის გამო:
1. ახალ დოკუმენტში დევს პოლიტპატიმრების გათავისუფლების კონკრეტული მექანიზმები
2. ვითვალისწინებ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების აზრს
3. არის შანსი შემდეგი ორი საპარლამენტო არჩევნები ჩარატდეს
სრულად პროპორციულად და დაბალი ბარიერით, რამაც უნდა დაასრულოს არსებული პოლარიზაცია
და ერთპარტიული მმართველობა
- არ მჯერა რომ ამ დოკუმენტით მოხდება კრიზისის განმუხტვა
- არ მჯერა რომ ამ დოკუმენტით მართლმსაჯულების სისტემას
რამე ეშველება
- არ მჯერა რომ ამ დოკუმენტით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება
საარჩევნო გარემო
- არ მჯერა რომ ამ დოკუმენტით მოხდება ძალაუფლების რეალური
გადანაწილება ოპოზიციაზე
- არ მჯერა რომ ამ დოკუმენტით პოლიტიკური დევნა დასრულდება
ამ ქვეაყანაში
- არც იმის მჯერა რომ ივანიშვილი და ოცნება ამ დოკუმენტის
პუნქტებს ზედმიწევნით შეასრულებენ
რისიც მჯერა არის ბრძოლა, მუდმივი ბრძოლა, ეს ქვეყანა არ გახდება თურქმენეთი, არასდროს. ასევე:
ჩემი ეს გადაწყვეტილება იმედი მაქვს მხოლოდ სიმბოლური
ხასიათის მატარებელი აღმოჩნდება, რადგან 22-23 აპრილს მაქვს პროცესი საკონსტიტუციო
სასამართლოში, სადაც ვითხოვ საქართველოს პარლამენტის იმ დადგენილების არაკონსტიტუციურად
ცნობას, რომლითაც უარი მეთქვა მანდატის გაუქმებაზე
ვაპირებ ეს დავა ბოლომდე მივიყვანო. მანამდე, პარლამენტში მონაწილეობას მოვიღებ მხოლოდ შეთანხმების დოკუმენტით გათვალისწინებული საკითხების განხილვა/გატანაში. და ბოლოს: მადლობა ყველა ჩვენს მეგობარს, ვინც თვეების განმავლობაში ჩართულო იყო მოლაპარაკებების პროცესში.განსაკუთრებით აშშ-ს და ევროკავშირის ელჩებს სქართველოში, არ მგონია ბოლომდე გვქონდეს გააზრებული რას ნიშნავს ასეთი მეგობრების ყოლა", - წერს ზურა ჯაფარიძეს სოციალურ ქსელში.
ჯაფარიძეს "გირჩის" მე-3 საპარლამენტო მანდატი აქვს. რამდენიმეთვიან ბოიკოტიორებაში მისი და ხვიჩია/მეგრელიშვილის გზები გაიყო. ისინი მას პარლამენტის დერეფანში შეხვდებიან, რომ სხდომათა დარბაზში ერთად შევიდნენ. შეგახსენებთ, ჯაფარიძის ყოფილმა თანაგუნდელებმა, 7 პუნქტიანი სამოქმედო გეგმით, ორშაბათიადან პარლამენტის საოფისე დანიშნულებით გამოყენებაზე, კვირის ბოლოს განაცხადეს. ორშაბათს უმანდატო თანაპარტიელ რაქვიაშვილთან ერთად, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ელისაშვილის დაშვებული საშვით შევიდა, სებ-ის რეფორმირება დააინიცირეს. მიაჩნიათ რომ ქვეყნის გაღარიბებაში მთავარი დამნაშავე ეროვნული ბანკია.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss