ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
G&T: 2021 წელს ლარი 3.4-3.5-ის ფარგლებში იქნება
19 აპრილი, 2021, 15:02
G&T: 2021 წელს ლარი  3.4-3.5-ის ფარგლებში იქნება

თბილისი  (GBC) - 2021 წლის დასაწყისიდან დღემდე სებ-მა 212.9 მლნ აშშ დოლარი გაყიდა სავალუტო ბაზარზე ლარის მიმდინარე რყევებზე ძირითად გავლენას ახდენს კოვიდის მესამე ტალღის მოლოდინი, პოლიტიკური არსტაბილურობა და თურქული ლირის გაუფასურებიდან წარმოქმნილი ნეგატიური მოლოდინები. საინვესტიციო ბანკ G&T-ში ელიან, რომ  2021 წელს ლარის კურსი დოლარის მიმართ საშუალოდ 3.4-3.5-ის ფარგლებში იქნება. (ტურიზმის აღდგენის შემთხვევაში 3.25-3.4).

2021 წელს საშუალო წლიური ინფლაცია 6.9%-ის დონეზეა მოსალოდნელი. საინვესტიციო ბანკი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მოლოდიონზე აცხადებს, 28 აპრილის მპკ-ისგან..

2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის თებერვლის ჩათვლით წლიური ინფლაცია მიზნობრივ 3%-თან ახლოს იყო, რაც მთავრობის კომუნალური გადასახადების სუბსიდირებით იხსნება.

სებ-მა 2021 წლის მარტში რეფინანსირების განაკვეთი 0.5%-ლი პუნქტით 8.5%-მდე გაზარდა. ჩვენი პროგნოზით, 2021 წლის დეკემბერში წლიური ინფლაცია 8.6%-ის, ხოლო საშუალო წლიური ინფლაცია 6.9%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი 2021 წელს“, - განმარტავენ G&T-ში.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები