ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
შეზღუდვების გამკაცრებას ბიუჯეტის პარამეტრების გადახედვა მოყვება
19 აპრილი, 2021, 14:25
შეზღუდვების გამკაცრებას ბიუჯეტის პარამეტრების გადახედვა მოყვება

თბილისი (GBC) - 2 -11 მაისის სააღდგომო  უქმეები, რაც სავაჭრო ობიექტების ჩაკეტვასავ გულისხმობს, ჩაითვლება თუ არა დამატებით შეზღუდვად, სელიმ ჩაკირს არ დაუზუსტებია, თუმცა  განაცხადა, რომ დამატებითი შეზღუდვების დაწესების შემთხვევაში საბიუჯეტო პარამეტრების გადახედვა გახდება საჭირო, სხვადასხვა პროგრამების დაფინანსების შეკვეცა, რომ სახელმწიფო დაეხმაროს მოსახლეობას და ბიზნესს, განსაკუთრებით მცირე და საშუალო საწარმოებს. 

სსფ-ს მუდმივმა წრმომადენელმა "ბიზნეს ფორმულასთან" ინტერვიუში კაპიტალური პროექტების დაფინანსების გადამისამართებაც არ გამორიცხა, აღნიშნა, რომ  ამ პროექტებზე დანახარჯები, მშპ-ს  8%, საქართველოს კატეგორიის ქვეყნისთვის მაღალია.

საქართელომ ახალი პროგრამიდან მაქსიმუმი რომ წამოიღოს, 2023 წლისთვის, მშპ/ვალის 60% კოეფიციენტზე უნდა გავიდეს. ჩაკირმა ახალი პროგრამის შესაძლო განახლების მთავარ პირობებთან ერთად, დარგობრივ პრიორიტეტბზეც განაცხადა და ეს იქნება განათლება. 

მისივე ინფორმაციით,  საქართველოს მთავრობას ფონდისთვის 2021 -ის საბიუჯეტო ხარჯების შემცირების  პირობა  უკვე მიცემული აქვს. საგარეოსთან ერთად შიდა ვალის გასტუმრების გრაფიკიც ( 0.05%-ობით გადახდის) შეთანხმებული. ეეჭვება, ტურიზმზე ჩამოკიდებულმა ქვეყნამ 2025 წლამდე მოახერხოს სექტორის სრულად აღდგენა, თუმცა ამ სასიამოვნო სიუპრიზისთვის მზად იქნება.

ფონდს დიდი ნდობა აქვს სებ-ის, რომ  გაურკვევლობის რისკების ზრდის პირობებშიც შეძლებს ოქროს შუალედის მიღწევას, რეზერვებიდან ზედმეტს არ დახარჯავს და საფინანსო ბაზარს ვალუტის მიწოდებას არ დააკლებს. ჩაკირმა რეზერვების სრულად დახარჯვის შემთხვევაში ლარის მასშტაბური  გაუფასურების რისკზე გაამახვილა ყურადღება. სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი, წლის ბოლოს 5% ინფლაციას და  სებ-ისგან, მაჩვენებლის მიზნობრივთან მიახლოების ძალისხმევას ელის. თუმცა აღნიშნა, რომ რისკები უარესი სცენარისკენ იხრება. 



მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები