| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - პარლამენტის დერეფანში გია ბარამიძე არ შეხვდება იაგო ხვიჩიას, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ორშაბათიდან იმ მიზნით ელოდება, რომ გადაარწმუნოს და გირჩის გზაზე დააყენოს. ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, დაფინანსების აღებაზე მორალური პასუხინგებლობის წამოწევაზე, 3-მანდატიანი გირჩის წევრს უპასუხა, რომ ბრალდება ცრუა და მხოლოდ არჩევნების ხმებით დამსახურებული დაფინანსება აქვს მიღებული, რომლის მართებულობაზე ადგილობრივ და უცხოელ იურისტებს, მათ შორის კონსტიტუციონალისტებს გაცხადებული აქვთ და მარტივად ახსნილი, რომ დაფინანსება დეპუტატის ხელფასისგამ გასამიჯნია, მეთოდოლოგიურად.
ბარამიძემ რუსთავი 2-ის წინა სტუმარს იაგო ხვიჩიას TV ეთერიდანვე უპასუხა, რომ ნაცმოძრაობას გირჩი არ გაურიყავს. მანამდე ხვიჩიამ თქვა, რომ ბევრმანდატიანი პარტია, გირჩს, გვერდით, ქუჩაშიც აღარ ამოიყენებს. და შესაბამისად თავისუფლებისთვის ბრძოლის ეს გზაც მოჭრილია.
"დერეფანში ველოდები რომ დარბაზში ერთად შევიდეთ", - ხვიჩია, 2 მანდატიან და 2 უმანდატო თანაგუნდელთან ერთად პარლამენტში "გირჩის სამეფოთი" შედის და თუ 7-დან 1-ზე შეთანმება მაინც შედგება, მაშინ სხდომათა დარბაზშიც გადაინაცვლებს, რადგან 1 საკითხის გატანაც კი წინა 2 მოწვევის პარლამენტში გატანილ ყველა სხვა საჭირბოროტო საკითხს გადაწონის.
გირჩის 7 პირობა
. ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება
სრულად პროპორციული სისტემით და ბუნებრივი ბარიერით;
. კერძო საშუალო განათლება (კერძო სკოლები) სრულად გათავისუფლდება
სახელმწიფო რეგულირებისგან;
. რაიონული პოლიციის შერიფები აირჩევიან პირდაპირი წესით
მოსახლეობის მიერ;
. პირველი ინსტანციის მოსამართლეები აირჩევიან პირდაპირი
წესით ხალხის მიერ და ბრალდებულებს ექნებათ უფლება, თავად აირჩიოს, რომელი მოსამართლე
გაასამართლებს მას, არჩეული თუ დანიშნული;
. ქვეყანაში დაშვებული იქნება მულტისავალუტო რეჟიმი;
. რესტიტუცია – ოპოზიციასთან შეთანხმებული პუნქტების
შესაბამისად;
. მოხდება მარიხუანას სრული ლეგალიზაცია;
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss