ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
დედოლარიზაციამ "რა ჰქმნა"
16 აპრილი, 2021, 14:40
დედოლარიზაციამ რა ჰქმნა

თბილისი (GBC) - ახლადგანთავსებული ევრობონდების  რეკორდულად დაბალი განაკვეთი მიანიშნებს საქართველოში 5 წლით, თანხის დაბანდებისთვის ინვესტორების მზადყოფნაზე, რომელთაც ვერც ეკონომიკური ანალიზის უნარს დავუწუნებთ და ვერც საკუთარი ფინანსური სახსრების განკარგვისას დაუფიქრებელი გადაწყვეტილების მიღებაში დავადანაშაულებთ, - სებ-ის პრეზიდენტი ინვესტორების ქცევას ქვეყნის დაბალი მაკროეკონომიკური რისკებით ხსნის, ბოლო წლებში რამდენიმე შოკის გადატანის მიუხედავად, 


კობა გვენეტაძემ აღნიშნა, 2020 წელს პანდემიამ ტურიზმზე დამოკიდებული საქართველოს ეკონომიკა დიდი გამოწვევების წინაშე რომ დააყენა და გაამინუსა, რაც გლობალური პროცესის ნაწილი იყო. ამ გამოწვევასთან გამკლავებაში დიდი როლი ეკისრა სწორ მაკროეკონომიკურ პოლიტიკას, რაც არაპოპულარულ ზომებსაც მოითხოვს "თუმცა, ზუსტად მსგავსი არაპოპულარული, მაგრამ აუცილებელი ნაბიჯები იძლევა გრძელვადიან სარგებელს".


10 წლიანი ბონდების წარმატებით  რეფინანსირებაში და ლონდონის ბირჟაზე, 5 წლიანის 2.75% შემოსავლიანობით განთავსებაში, წვლილი,  საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგის შენარჩუნებასაც მიუძღვის, რაც შესაძლებელი გახდა პანდემიამდე და მომდევნო პერიოდში, გლობალური გაურკვევლობის და საგარეო რისკების ზრდის პირობებში თანმიმდევრული მაკროეკონომიკური პოლიტიკით. სებ-ის დამსახურების ნაწილში კი  საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მაღალი შეფასებები აქვს ფინანსური სექტორის მდგრადობის ამაღლებისთვის გატარებული რეფორმებს: კაპიტალის და ლიკვიდობის ბუფერების შექმნა, კაპიტალის ხარისხის გაუმჯობესება, სისტემურობის ბუფერის დაწესება, რეზოლუციის ჩარჩოს ამოქმედება, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეგულაცია, გაუმართავი და მოწყვლადი არასაბანკო საფინანსო სექტორის რეგულირების დაწყება, დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შემოღება და, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი - დედოლარიზაციის ღონისძიებების გატარება. "ამ რეფორმების გატარების აუცილებლობა და სარგებელი პანდემიამ დღეს უკვე ნათლად წარმოაჩინა", - სებ-ის პრეზიდენტის შეფასებით, "ინვესტორთა პოზიტიური განწყობა და ნდობა აისახა, დიდ მოთხოვნაში (მოთხოვნამ ემისიის მოცულობას  4-ჯერ გადააჭარბა) და დაბალ განაკვეთში. ინვესტორებმა თქვეს, რომ საქართველო, მცირე ეკონომიკის ქვეყნის პანდემიის შოკთან გამკლავების  წარმატებული მაგალითია, 


"საერთაშორისო ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანია ის მაკროეკონომიკური კურსი, რომელიც, ფისკალურ დისციპლინასთან ერთად, მცურავ გაცვლით კურსს, დამოუკიდებელ ცენტრალურ ბანკს/მონეტარულ პოლიტიკას და ინფლაციის თარგეთირებას და დედოლარიზაციას გულისხმობს. ინვესტორების უმეტესობა არიან სტრატეგიული ინვესტორები, მსხვილი საინვესტიციო ფონდები, რომლებიც ინვესტიციებს საქართველოს ეკონომიკაში, უკვე მრავალი წელია სხვადასხვა ფორმით ახორციელებენ და ევრობონდის წარმატებული განთავსება მათთვის კიდევ ერთი სიგნალია, რომ თავიანთი საქმიანობა საქართველოსთან მიმართებაში მომავალში კიდევ უფრო გააფართოონ.

დიახ, პანდემიამ საქართველოს ეკონომიკა, ისევე როგორც მსოფლიოს ეკონომიკა, ძალიან დააზიანა. გაიზარდა უმუშევრობა, შემცირდა შემოსავლები, დაზარალდა ბიზნესი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პანდემიამდე ეკონომიკურმა გუნდის მიერ გატარებული სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკის შედეგად ქვეყანამ მატერიალური ფინანსური დახმარება უსწრაფესად მიიღო. სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკის გაგრძელებით და სწრაფი ვაქცინაციით კრიზისი დაძლევა შესაძლებელი იქნება", - განაცხადა კობა გვენმეტაძემ.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები