| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი
(GBC) - 2021 წლის მარტში საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციების ზრდის ტენდენცია
და ტემპი შენარჩუნებულია. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტრანზაქციების
რაოდენობა თბილისში 32%-ით, ბათუმში კი 30%-ითაა გაზრდილი. Colliers International
Georgia-ს მონაცემებით, თბილისში, 2021 წლის მარტში 3,060 ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც
წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 32%-ით მეტია. 2019 წელთან შედარებით კი - 20%-ით.
რაც შეეხება ბაზრის ზომას, 23%-იანი ზრდა დაფიქსირდა და მოცულობამ 132 მილიონი აშშ
დოლარი შეადგინა.
2021 წლის მარტში,
თბილისში ახალაშენებულ პროექტებში 2,021 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც 33%-ით მეტია
წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო 25%-ით მეტი 2019-თან შედარებით. აღნიშნული
შესაძლოა დაკავშირებული იყოს ქალაქის მასშტაბით რამდენიმე მშენებარე საცხოვრებელი ობიექტის
დასრულებასთან, რაც ჯამში დაახლოებით 170 ერთეულ ბინას მოიცავს. ძველ პროექტებში კი
ტრანზაქციების რაოდენობა 30% და 11%-ით გაიზარდა 2020-სა და 2019-თან შედარებით.
ბათუმში,
2021 წლის მარტში 1,017 ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით
30%-ით მეტია. 2019 წელთან შედარებით კი - 28%-ით. რაც შეეხება ბაზრის ზომას, 26%-იანი
ზრდა დაფიქსირდა და მოცულობამ 41 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ახალაშენებულ პროექტებში
849 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც 29%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით,
ხოლო 27%-ით მეტი 2019-თან შედარებით. ძველ პროექტებში კი ტრანზაქციების რაოდენობა
35% და 34%-ით გაიზარდა 2020-სა და 2019 წლებთან შედარებით.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss