| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) -10 წლიანის რეფინანსირებით განთავსებული 5-წლიანი ბონდებით, საქართველოს საგარეო ვალის მომსახურების ტვირთი უმცირდება. ბონდების უპრეცედენტოდ დაბალი განაკვეთით -2,75%- დ განთავსებაზე. ფინანსთა მინისტრმა პარტნიორ საინვესტიციო ბანკებთან ერთობლივი ბრიფინგი გამართა.
ოთარ შარიქაძემ (G&T-ის მმართველი დირექტორი) ბიზნეს ფორმულაზე არსებული ინვესტორების წრის გაფართოებაზე განაცხადა. ასევე მსხვილი ფონდების შენარჩუნებაზე, რაც 5 წლიანი განთავსების არჩევანის საფუძველიც გახდა. ბროკერმა განთავსების ვადის ოპტიმალურობაზე განაცხადა, 2026 წლის მიზნების ჭრილში. 7-10 წლის ნაცვლად, 5 წლით განთასვებით, შეინარჩუნეს მსხვილი ინვესტორები, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ქართული ეკონომიკის ანალიზში ჩართულები იქნებიან. შარიქაძემ უფრო გრძელვადიანის შემთხვევაში მ,ათი დაკარგვის რისკზე გაამახვილა ყურადება. დიდი ფონდები ევროობლიგაციების მიღმა არ უნდა დარჩენილიყო (ახალი ქართული ბონდები ბრიტანელ ამერიკელ, ევროპელ და ქართველ ინვესტორებს უჭირავს)
მისი ინფორმაციით, 5 წლის თავზე ან კვლავ ვალუტაში განათავსებენ, ან ლარში, რომლის წინასწარ შეთავაზებაზე ინვესტორების წინასწარი განწყობები პოზიტიურია,
2021 წლის 15 აპრილს საქართველომ წარმატებით გამოუშვა 500 მილიონი აშშ დოლარის 5-წლიანი ვროობლიგაცია, რომლის კუპონის განაკვეთი განისაზღვრა 2.750%–ით. აღსანიშნავია, რომ ევროობლიგაციის მიმართ ინვესტორების ინტერესი საკმაოდ მაღალი იყო და მოთხოვნამ $2.0 მლრდ-ს გადააჭარბა. სავაჭრო დღის შემდეგ ევროობლიგაციის შემოსავლიანობამ 2.875% შეადგინა, რაც აშშ-ს შესადარ სახაზინო ობლიგაციასთან დაახლ. 207სპ-ის სპრედს (სხვაობას) წარმოადგენს.
საქართველომ 2011 წლის შემდეგ პირველად მოახდინა საერთაშორისო ბაზრებზე დაფინანსების მოზიდვა (2011 წელს საქართველომ გამოუშვა $500 მლნ-ის 10- წლიანი ევროობლიგაცია, რომლის კუპონის განაკვეთი 6.875%
იყო. აღნიშნული ობლიგაციის ვადა 2021 წლის 12 აპრილს ამოიწურა). ტრანზაქცია ქვეყნისათვის საკმაოდ მნიშვნელოვანია, კერძოდ: ევროობლიგაციას საქართველოს ისტორიაში ყველაზე დაბალი კუპონი და შემოსავლიანობის მაჩვენებელი აქვს; არსებული კუპონი და შემოსავლიანობა ყველაზე დაბალი მაჩვენებლია რეგიონის ქვეყნებს შორის (ცნობისთვის, 2021 წლის იანვარში, სომხეთმა განათავსა 10 წლიანი, $750 მლნ[1]ის ევროობლიგაცია, რომლის კუპონის განაკვეთი 3.6% იყო ხოლო, შემოსავლიანობამ კი 3.875% შეადგინა). აღსანიშნავია, რომ 14 აპრილის მდგომარეობით შესადარი ევროობლიგაციების - სომხეთი 25 (B +/ Ba3) და უზბეკეთი 24 (BB-/B1/BB-) - შემოსავლიანობა 2.5%-4.05% დიაპაზონში მერყეობდა, ხოლო ინტერპოლაციით მიღებული შემოსავლიანობა 5-წლიან ევროობლიგაციებზე სომხეთისა და უზბეკეთის შემთხვევაში შესაბამისად 4.26% და 3.15%-ია, რაც
საქართველოს ახალი ევროობლიგაციის მნიშვნელოვან წარმატებაზე მიუთითებს. საქართველოს ევროობლიგაციის გამოშვების პროცესში
მონაწილეობდა სამი
ავტორიტეტული საერთაშორისო
საინვესტიციო ბანკი:
JP Morgan, Goldman Sachs და ICBC;
პროცესში ასევე ჩართული
იყო 2 ადგილობრივი
საინვესტიციო ბანკი
- Galt & Taggart და TBC Capital.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss