| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - მარტში
ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 188.2 მლნ აშშ დოლარი
(627.7 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 49.5%-ით (62.3 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2020 წლის მარტის
ანალოგიურ მაჩვენებელზე.
მარტში
ფულადი გზავნილები ისტორიულად მაღალ ნიშნულზე დაფიქსირდა. გზავნილები საქართველოში
წლების განმავლობაში ზრდის ტენდენციას აჩვენებს, 2021 წლის მარტის მონაცემზე მაღალი
მაჩვენებელი მხოლოდ 2020 წლის დეკემბერში დაქსირდა, თუმცა წლის ბოლო თვეს როგორც წესი
გზავნილები მზარდია. თუკი მარტს წინა წლების ანალოგიურ პერიოდს შევადარებთ, 2021 წლის
მონაცემი ისტორიული მაქსიმუმია.
ფულადი
გზავნილების ზრდას ეროვნული ბანკი მოგზაურობაზე დაწესებულ შეზღუდვებს უკავშირებს. კერძოდ,
თემაზე კომენტირებისას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განმარტა, რომ თუკი წინა პერიოდში
თანხა ქვეყანაში ფიზიკურ პირებს ნაღდი ფულის სახით შემოჰქონდათ, ახლა შეზღუდვების ფონზე
ისინი თანხას გზავნიან.
უცხოეთიდან
საქართველოში ფულადი გზავნილების 94.7% იმ 19 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის,
საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ მარტში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე
19 ქვეყანაზე გასული წლის მარტში მთელი ფულადი გზავნილების 94.8% მოდიოდა.
2021
წლის მარტში საქართველოდან საზღვარგარეთ 24.9 მლნ აშშ დოლარი (83.0 მლნ ლარი) გადაიგზავნა,
რაც 2020 წლის მარტის (20.4 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით
21.9%-ით მეტია.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss