| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი ( GBC) -Moody's Investors Service-მა საქართველოს მთავრობის ახალ ევრობონდებს,
ლონდონის ბირჟაზე Ba2 რეიტინგი მიანიჭა, პროგნოზით "სტაბილური.
სარეიტინგო კომპანიის განმარტებით, პროგნოზი
"სტაბილური" მიათითებს
რომ საქართველოს რეიტინგის რისკები დაბალანსებულია. Moody's Investors Service -ში იმედი აქვთ,რომ საქართველოს
მთავრობა გააგრძელებს რეფორმებს ეკონომიკის ზრდისა და მდგრადობის შენარჩუნებისთვის.
Moody's მიიჩნევს, რომ ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოება
ასოცირების ხელშეკრულებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების
შესაბამისად გამოიწვევს ქვეყნის ინსტიტუციონალური შესაძლებლობების შემდგომ გაუმჯობესებას,
განსაკუთრებით კანონის უზენაესობის, მმართველობისა და საბაზრო ეკონომიკის განვითარების
მიმართულებით.
სარეიტინგო კომპანია აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკური
ზრდა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული შემოდინებულ ინვესტიციებზე.Moody’s-ის შეფასებით,
კორონა ვირუსის პანდემიის გავლენა საქართველოს ფისკალურ სიძლიერეზე აისახება.
სწორედ ამან გამოიწვია ვალის ზრდა მშპ-ს 61%-ზე მეტად.
ამის ნაწილობრივ კომპენსაციად შეიძლება ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ საქართველო სარგებლობს
სესხის ხელსაყრელი სტრუქტურით. მისი აბსოლუტური უმრავლესობა მრავალმხრივი და ორმხრივი
სესხია და პირობებიც შედარებით შეღავათიანია.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss