ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ვიზეარი დაბრუნდა
13 აპრილი, 2021, 20:52
ვიზეარი დაბრუნდა

თბილისი (GBC)-ქუთაისიდან უნგრული „ვიზეარის“ და ყაზახური „ფლაიარისტანის“ რეგულარული ფრენები შესრულდება 18 აპრილს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ პირველ რეისს უნგრული ავიაკომპანიავიზეარიშეასრულებს. აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი გადამზიდავი ქუთაისიდან ვარშავისა და ვილნიუსის მიმართულებით რეგულარულ რეისებს განაახლებს, მაისიდან კი - ფრენებს რიგისა და დორტმუნდის მიმართულებითაც დაიწყებს. „ვიზეარიივნისიდან ფრენებს ევროპის კიდევ 13 მიმართულებით ეტაპობრივად განაახლებს.

საქართველოს ავიაბაზარზე კიდევ ერთი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია შემოდის. მიმდინარე წლის მაისიდან ყაზახური ავიაგადამზიდავიფლაიარისტანიქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას იწყებს. აქტაუ, ატირაუ და ნურ-სულთანი - ეს ის სამი ახალი მიმართულებაა, საიდანაც განხორციელდება რეგულარული ფრენები ქუთაისის აეროპორტში.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გურამ გურამიშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში არსებული გლობალური გამოწვევების ფონზე, ჩვენს ქვეყანაში შემოდის კიდევ ერთი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია, რომელიც შეასრულებს რეგულარულ რეისებს სწორედ  ქუთაისის განახლებული აეროპორტიდან.

„2020 წელს, რომელიც თავისი გამოწვევებით იყო ერთ-ერთი ურთულესი წელი, საქართველოს მთავრობამ შეძლო ორი საერთაშორისო აეროპორტის განახლება-გაფართოება, მათ შორის არის ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი, რომლის მგზავრთა გამტარუნარიანობაც გაოთხმაგდა, რაც ქვეყანაში კიდევ ერთი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის ოპერირების დაწყების  მნიშვნელოვანი საფუძველია“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მისი შეფასებით, ავიაბაზარზე მიმდინარე პროცესიც ადასტურებს, რომ საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღება დაწყებულია და მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის საფრთხეები ჯერ არ მოხსნილა, საავიაციო სფეროში მნიშვნელოვანი პოზიტიური პროცესები მიმდინარეობს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები