| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველოს რეგიონების
გაზიფიცირების გეგმით, 2021 წლის ბოლოს გაზიფიცირებული იქნება
1 377 593 აბონენტი და გაზიფიცირების დონე 90%-ს გადააჭარბებს.
2021 წლის ბოლოს, საქართველოში
რეგიონების მიხედვით გაზიფიცირების დონე შემდეგი იქნება: შიდა ქართლი - 97,5%, ქვემო
ქართლი - 80%, სამცხე-ჯავახეთი - 58%, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 35%, მცხეთა-მთიანეთი
- 83%, კახეთი - 87%, იმერეთი - 79%, გურია - 98%, აჭარა - 82%, სამეგრელო-ზემო სვანეთი
- 84%.
აღსანიშნავია, რომ გეგმის
დასრულების შემდეგ საქართველოში გაზიფიცირების დონე ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იქნება
მსგავსი მასშტაბისა და რელიეფის მქონე ევროპის ქვეყნებს შორის.
ცნობისთვის, მთავრობის
განკარგულების საფუძველზე საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია აქტიურად ახორციელებს
გაზიფიცირების სამუშაოებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss