ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
საპენსიო სააგენტომ ბუღალტრები გამოკითხა
13 აპრილი, 2021, 13:56
საპენსიო სააგენტომ ბუღალტრები გამოკითხა

თბილისი (GBC) - 2021 წლის მარტში, საპენსიო სააგენტოს ინიციატივით ჩატარდა დისტანციური კვლევა, რომლის მიზანიც იყო საპენსიო სქემაში ჩართული მონაწილეების საპენსიო სააგენტოს მომსახურების ხარისხის დონის შეფასება.

კვლევის სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენდნენ ბუღალტრები, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულნი საპენსიო სქემის მონაწილეთა დანაზოგების ადმინისტრირების პროცესში. გამოიკითხა ქვეყნის მასშტაბით კერძო და საჯარო ორგანიზაციების 1200-მდე ბუღალტერი.

კვლევის შედეგად გამოვლინდა სააგენტოსთვის მრავალი მნიშვნელოვანი საკითხი, გამოიკვეთა, შეთავაზებული მომსახურების ხელმისაწვდომობის, მოქნილობის, შიდა ოპერირების მექანიზმების დახვეწის/განვითარების,დეკლარირების და სამუშაო პროცესების გამარტივების  და ახალი სერვისების დანერგვის შესაძლებლობები.

გამომდინარე იქიდან, რომ საპენსიო სააგენტოსთვის მნიშვნელოვანია სქემის მონაწილეების მოსაზრებების და შეფასებების მოსმენა და მათი გათვალისწინება, კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, სააგენტოს ინიციატივით დაიგეგმა ონლაინ შეხვედრა დაინტერესებულ მხარეებთან. 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები