| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საპენსიო ვალდებულებებს მომავალი წლის ბოლომდე კვლავ ლიბერთი მოემსახურება. ელისაშვილი/იოსელიანის მოთხოვნით, ვამადელი ტენდერის ალბათობას ბანკირები და კანონმდებლები გამორიცხავენ. გადაწყვეტილების მიმღები სოციალური მომსახურების სააგენტოა, რომელიც საპენსიო სესხების 30.5% განაკვეთის მიზანშეწონლობის საპარლამენტო განხილვაში არ მონაწილეობდა.
საკითხი პარლამენტის ოპოზიციურმა ფრთამ წამოჭრა და საფინანო -საბიუჯეტო კომიტეტმა ორშაბათის მოსმენაზე სებ-ის პრეზიდენტი და პენსიის გამცემი ბანკი მიიწვია, ლიბერთის გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა განაცხადა, რომ პენსიების მომსახურე ბანკი პენსიონერს არჩევანს არ უზღუდავს. ასაკოვანს სესხის აღება ნებისმიერ ბანკში შეუძლია.
ლიბერთის საპენსიო სესხების პორტფელი ამ დროისთვის 400 მლნ-ის მოცულობისაა (ბანკის მთლიანი პორტფელი 1.7 მლრდ ლარია, ძირითადად - 95% საცალო სესხებია) და აღნიშნული სესხების ბენეფიციერებს 4-ჯერ მეტი 1.5 მლრდ ლარის სასესხო ვალდებულებები გააჩნია სხვა ბანკებში, რაც ხოდელის თქნით ადასტურებს ასაკოვნების არჩევანის თავისუფლებას. მისივე თქმით, სასესხო განაკვეთები (ეფექტური/ეფექტურთან და არა ნომინალური/ეფექტურთან) შედარდა და 1 000-2000 ლარის ფარგლებში აღმოჩნდა 27-30.5%. მას მიზანშეწონილად საბაზრო განაკვეთი მიაჩნია. ბანკირს ბიზნესპარტნიორის ეთერში სესხის გაიაფების შესაძლებლობაზეც ჰკითხეს, თუმცა მსგავსი გადაწყვეტილება სამთავრობო პრეროგატივაა, გარკვეული სუბისიდიით ან სხვა ტიპის ინსტრუმენტით. რაც მისი თქნით, სესხის დასაფარ ყოველთვიურ შენატანს 3 -5 ლარით გააიფებს.
საპენსიო სესხის 3 ლარით გაიაფების კამპანიით ელისაშვილი&იოსელიანმა ჯერ ვერცერთი მენსიონრის, მათ შორის ვერც მეჭიაური&ებანოიძის წყვილის გულის მოგება შეძლო.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss