| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ
საქართველოს ეკონომიკური რეფორმის პროგრამის მერვე მიმოხილვა ფორმალური განხილვის გარეშე1
დაასრულა. ამ პროგრამას სსფ „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ ფარგლებში 4 წლიანი
დაფინანსებით უჭერს მხარს. ეს არის ამ პროგრამის ბოლო მიმოხილვა და მისი დასრულებისას
საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გახდება 78 მილიონი SDR (დაახლოებით $111 მილიონი აშშ
დოლარი). ამ ტრანშის შემდეგ, საქართველოს მთლიანი ჩამორიცხვები 484 მილიონი SDR (დაახლოებით
$687 მილიონი აშშ დოლარი) იქნება.
„გადაადგილებისა
და ეკონომიკური აქტივობის შეზღუდვებმა ეკონომიკური ზრდა შეაფერხა და 2020 წელს ეკონომიკა
6.2 პროცენტით შემცირდა. ხელისუფლების მიერ გატარებულმა ზომებმა ხელი შეუწყო პანდემიით
გამოწვეული ადამიანური დანაკარგის შემცირებას და მართებულად იყო მიმართული ყველაზე
მოწყვლადი კატეგორიის დაცვისკენ. COVID-19-ის მეორე ტალღის წარმატებით გავლის და ვაქცინაციის
დაწყების კვალდაკვალ, საქართველო პანდემიასთან ბრძოლაში, პოტენციურად, გარდამტეხ ეტაპზე
დგას.
2021 წლის ბიუჯეტი მართებულად აწვდის დამატებით მიზნობრივ დახმარებას
მოწყვლად ოჯახებს და ბიზნესებს პანდემიის შედეგებთან გასამკლავებლად. თუ პანდემიის
ახალი ტალღის გამო მეტი ფისკალური დახმარება გახდება საჭირო, პირველ რიგში, ბიუჯეტით
დაგეგმილი ხარჯების პრიორიტეტულობა უნდა გადაიხედოს. გაზრდილი სახელმწიფო ვალი და მნიშვნელოვანი
პირობითი ვალდებულებები, სანდოობის შესანარჩუნებლად ფისკალური წესის დაცვას განსაკუთრებულ
მნიშვნელობას სძენს. ფისკალური რისკების პროაქტიული მონიტორინგი კვლავ არსებითია და
სახელმწიფო საწარმოების რეფორმის გატარება ხელს შეუწყობს ამ რისკების კონტროლსა და
შემცირებას“, - განმარტავენ
სსფ-ში
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss