ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
პანდემიამ ბათუმში ბინების გაყიდვები გაანახევრა
მარიამ მინაძე
8 აპრილი, 2021, 20:41
პანდემიამ ბათუმში ბინების გაყიდვები გაანახევრა

თბილისი (GBC) - პანდემიამ მნიშვნელოვნი გავლენა მოახდინა ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე, რაც გარიგებების შემცირებაში გამოიხატა 2020 წელს.

2017-2018 წლების მკვეთრი ზრდის შემდეგ, 2019 წელს ბათუმში საცხოვრებელი ფართის გარიგებების ზრდა გარკვეულწილად შენელდა.

TBC Capital-ის განცხადებით, პანდემიის ფონზე, 2020 წელს აღინიშნა ბინების გაყიდვების მკვეთრი შემცირება ზღვის კურორტზე, რაც განპირობებულია არა მხოლოდ მომხმარებლის ნდობის გაუარესებით და ზოგადად შემოსავლის შემცირებით, არამედ ტურიზმის მკაცრი ზემოქმედებით, რაც ბაზრის ერთ – ერთი ფუნდამენტური მამოძრავებელია.

2020 წელს, ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე განხორციელდა 7,500-მდე ტრანსაქცია 416 ათასი კვ.მ. ფართობით, რაც შესაბამისად, -40% და -38% -ით (y.y) შემცირდა.

სახლის მყიდველებმა კი მიმდინარე წლის 2 თვეში 1200-მდე ბინა შეიძინეს  (-31% y.y), რაც მოიცავს დაახლოებით 67 ათას კვ.მ ფართს (-30% y.y).

გაყიდვები ყველაზე მეტად დაეცა სანაპირო ზოლში (-71%), რადგან 2020 წელს არარეზიდენტების მოთხოვნა შემცირდა. სხვა ტერიტორიებზე კი სიტუაცია შედარებით უკეთესი აღმოჩნდა შიდა მოთხოვნილების გამო - ცენტრში -37%, გარეუბნებში -35%, ხოლო პერიფერიებში -23%.

რაც შეეხება ფასს, მიმდინარე წლის ორ თვეში ბათუმის საცხოვრებელი ფართის გარიგებების საშუალო გასაყიდი ფასი -7,6% –ით შემცირდა (y.y) და 1.კვ.მ $742 შეადგინა. მეორე მხრივ, ფასი ლარში 4.3%-ით (y.y) 2,450 ლარამდე გაიზარდა იმავე პერიოდში.

გასული წლის დეკემბერში, 2020 წლის იანვართან შედარებით, 23%-ით შემცირდა $-ში გაქირავების ფასიც.

2020 წელს ბათუმში 38 ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის ნებართვა გაიცა, რაც 485 ათას კვ.მ. -ს მოიცავს და რაც წლიურაც 49% -ითაა შემცირებული. სანაპირო ხაზს მთლიანი სამშენებლო ტერიტორიის მხოლოდ 13% შეადგენდა, რაც 2019 წელთან შედარებით, 17% -ით შემცირდა.

TBC Capital-ი ელის, რომ უძრავი ქონების საცხოვრებელი ქონების გარიგებების წინა კრიზისულ დონეზე 2022 წლისთვის დაბრუნდება, რომელსაც მხარს დაუჭერს ტურიზმის უფრო მნიშვნელოვანი აღდგენა.

საქართველოში ვაქცინაციის სცენარების და ტურიზმის ნაკადის გათვალისწინებით, TBC Capital-ის ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ 2019 წელთან შედარებით ტურისტული შემოდინების 25% და 90% აღდგება 2021 და 2022 წლებში შესაბამისად.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები