| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ევროკავშირის მხარდაჭერით CENN
დედამიწის დღის აღსანიშნავად საქართველოს კლიმატის პროგრამასა და ეს წალკაა
პროექტებთან ერთად, გარემოსდაცვითი
ცნობიერების ამაღლების მიზნით, იწყებს სოციალური საღამოების სერიას
CENN, ევროკავშირის მიერ
მხარდაჭერილი პროექტების ეს წალკაა და საქართველოს კლიმატის პროგრამა ფარგლებში
გიწვევთ დედამიწის დღის აღსანიშნავად დაგეგმილ ონლაინ საგანმანათლებლო სოციალურ
საღამოებში მონაწილეობის მისაღებად.
როდესაც ჩვენ ცხოვრების ნორმალურ
რიტმს დავუბრუნდებით, მსოფლიო ვერ შეძლებს საქმიანობის ისე გაგრძელებას, როგორც ეს
ადრე იყო. დღეს, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა დავიწყოთ ცვლილების განხორცილება ეკონომიკის ყველა
დარგში, მაგრამ ამას მხოლოდ მაშინ შევძლებთ, თუ გაერთიანებული ძალებით ვიმოქმედებთ
საერთო მიზნების მისაღწევად.
დედამიწის დღე მსოფლიოში ერთ-ერთი
ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი დღეა, დედამიწის დღისადმი მიძღვნილ
ღონისძიებებში, ყოველწლიურად 1 მილიარდზე მეტი ადამიანი მონაწილეობს, მსოფლიოს 192
ქვეყნიდან.
2021 წლის 13-20 აპრილს, შემოუერთდით
ონლაინ სოციალური საღამოების სერიებს, რომლის ფარგლებში ჩვენი ექსპერტები
ერთიანდებიან, რათა საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ
კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ სხვადასხვა მექანიზმის გამოყენებით. ონლაინ
სოციალური საღამოების სერია ფოკუსირებულია ბუნებრივი რესურსების მართვაზე, მწვანე
მეწარმეობაზე, განვითარებულ მწვანე ტექნოლოგიებსა და ინოვაციურ მიდგომებზე, რათა
ამ გზებით თითოეულმა ჩვენგანმა შეძლოს თავისი წვლილის შეტანა მსოფლიოს ეკოსისტემების აღდგენაში.
სოციალური საღამოების სერია
ემსახურება კლიმატ გონივრული სოფლის
მეურნეობის, ნარჩენებისა და საკვების ნარჩენების მდგრადი მართვის, კლიმატის
ცვლილების შესახებ ცნობიერების დონის ამაღლების, მდგრადი განვითარების (2030)
მიზნებისა და მოქალაქეობის ჩართულობის პოპულარიზაციას.
ონლაინ სოციალური საღამოების ფარგლებში თქვენ შესაძლებლობა გექნებათ დაესწროთ შემდეგ სესიებს:
საკვების ნარჩენები - 13 აპრილი, 16:00 - 17:00
ნარჩენების
მართვა, პრაქტიკა და გამოწვევები - 14 აპრილი, 16:00 - 17:00
ადამიანის
უფლება წყალზე, სანიტარიასა და ჰიგიენაზე (WaSH) - 15 აპრილი, 16:00 - 17:00
სოფლის
განვითარება და კლიმატისადმი მედეგი სოფლის მეურნეობა - 16 აპრილი, 16:00 - 17:00
კლიმატის
ცვლილებები და ეკომიგრაცია - 19 აპრილი, 15:00 - 16:00
GREENovation
და სოციალური მეწარმეობა - 19 აპრილი, 16:00 - 17:00
მდგრადი
განვითარების მიზნები 2030 - 20 აპრილი, 16:00 - 17:00
საზოგადოების ჯანმრთელობისა და
მდგრადობის მხარდაჭერით დაწყებული,
კლიმატის ადვოკატირებით დამთავრებული, ჩვენ გვაქვს მდგრადი და ეფექტიანი
ცვლილებების განხორციელების შესაძლებლობა.
რეგისტრაცია: https://forms.gle/eMCVC8C8YRLkxyub8 რეგისტრაციის ბოლო ვადაა 11 აპრილი, 18:00 საათი
\
პროექტს „ეს წალკაა“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს CENN, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA) და სოფლის განვითარების კვლევით ინსტიტუტთან (Ifls) თანამშრომლობით. პროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკრეტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით.
„საქართველოს კლიმატის პროგრამა“-ს ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს CENN, კახეთის რეგიონული განვითრების ფონდთან (KRDF), ჭიათურელთა კავშირთან (ACU), რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის აგროტურიზმის განვითრების ასოციაცისთან (RLS-ADA) და ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან (YPU) თანამშრომლობით. პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტებია: გურჯაანი, საგარეჯო, ახმეტა, ზესტაფონი, ტყიბული, ჭიათურა, ლანჩხუთი, ოზურგეთი, ონი და ამბროლაური. პროექტის საერთო ბიუჯეტია 1 მილიონი ევროა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss