| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის „პარიზის შეთანხმებით” გათვალისწინებული - ,,საქართველოს განახლებული ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილი (NDC)“, საქართველოს კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგია და საქართველოს კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგიის 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმა დამტკიცდა.
ქვეყანა 2030 წლისთვის სათბურის აირების ემისიების ჯამური 1990 წლის მაჩვენებლის 35%-ით შემცირების ვალდებულებას იღებს.
2030 წლის სტრატეგია, კლიმატის ცვლილების შესარბილებლად, ადგენს სათბურის აირების (GHGs) ემისიების შემცირების მიზნების მიღწევის გზებს.
სტრატეგიის დოკუმენტით, შერბილებას ექვემდებაერება ენერგიის გენერაცია
და გადაცემა, ენერგიის მოხმარება სატრანსპორტო სექტორში, ენერგიის მოხმარება შენობებში,
ენერგიის მოხმარება მრეწველობაში და სამრეწველო პროცესები, სოფლის მეურნეობა, ნარჩენების
მართვა და სატყეო მეურნეობა.
საქართველოს კლიმატის ცვლილების
2030 წლის სტრატეგიის 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმა წარმოადგენს ვალდებულების გეგმას და კონკრეტულ ქმედებებს.
2017 წლის 7 ივნისიდან, საქართველოსთვის ოფიციალურად ძალაში შევიდა გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის „პარიზის შეთანხმება“. აღნიშნული შეთანხმება კლიმატის ცვლილების მსოფლიო პოლიტიკაში ახალი ეტაპის დასაწყისად ითვლება, რომლის ძირითადი მიზანია კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული რისკების და ეკონომიკის სექტორებზე ნეგატიური ზემოქმედების მნიშვნელოვანი შემცირება, გლობალური საშუალო ტემპერატურის ზრდის 2°C-მდე შეზღუდვით.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss