ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ბილაინის მაღაზიებში თვითმომსახურების თანამედროვე ტერმინალები დამონტაჟდა
6 აპრილი, 2021, 13:23
ბილაინის მაღაზიებში თვითმომსახურების თანამედროვე ტერმინალები დამონტაჟდა

თბილისი (GBC) - საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“წევრმა, ბილაინმა მაღაზიებში თვითმომსახურების თანამედროვე ციფრული ტერმინალები დაამონტაჟა, რომლებიც მომხმარებელს აძლევენ შესაძლებლობას, მარტივად და სწრაფად, მოლარე-ოპერატორის ჩართულობის გარეშე: გაიქტიუროს ბილაინის ნებისმიერი პროდუქტი, შეავსოს ბალანსი, მიიღოს სრული ინფორმაცია სხვადასხვა პაკეტისა და ტარიფის შესახებ, მოძებნოს და შეარჩიოს სასურველი ნომერი, მოახდინოს უნაღდო ანგარიშსწორება, ან მიიღოს რიგის ნომერი მოლარე-ოპერატორთან გადამისამართებისთვის. ბილაინის ციფრული ტერმინალები ადგილობრივი ტელეკომუნიკაციის ბაზრისთვის სიახლეა და ანალოგი არ აქვს.

თვითმომსახურების ახალი ტერმინალები ბოლო ტექნოლოგიის მიხედვითაა აწყობილი, გამოირჩევა თანამედროვე დიდი ეკრანით და დახვეწილი მენუთი, რაც ბილაინის მომსახურების მიღებას მნიშვნელოვნად ამარტივებს და კიდევ უფრო მოსახერხებელს ხდის.  ტერმინალი აწვდის მომხმარებელს ინფორმაციას პროდუქტების შესახებ, მათ შორის სპეციალური შეთავაზებებისა და მიმდინარე აქციების თაობაზე. ტერმინალით მომხმარებელს შეუძლია როგორც უნაღდო ანგარიშსწორება - ერთი და რამდენიმე პროდუქტის არჩევისას, ასევე ნაღდი ანგარიშსწორებაც, რა შემთხევაშიც აბონენტის მიერ არჩეული პროდუქტი უფიქსირდება მაღაზიაში მყოფ მოლარე-ოპერატორს და  შეძენის პროცესის დასრულება მასთან ხდება. აღსანიშნავია ნომრის შეძენის მომსახურებაც - მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაფილტროს ნომრები კატეგორიითა და ინდექსით, ან ძიების ველში პირდაპირ ჩაწეროს სასურველი ნომერი.

სადღეისოდ, ტერმინალები განთავსებულია ბილაინის მაღაზიებში თბილისში - რუსთაველის გამზირზე და გლდანში. თბილისის სხვა უბნებში, ასევე ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდსა და რუსთავში  ტერმინალები ეტაპობრივად დამონტაჟდება.

ციფრული პროდუქტებისა და ეკოსისტემის მუდმივი განვითარება ბილაინის სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია. კომპანიის მიზანია შექმნას და გააუმჯობესოს აბონენტების საჭიროებებზე მორგებული ციფრული პროდუქტები, მიცეს მომხმარებელს ახალი გამოცდილება და გაუმარტივოს ყოველდღიურობა.

 


 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები