ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
გამყრელიძე სინოფარმით აიცრება
6 აპრილი, 2021, 20:12
გამყრელიძე სინოფარმით აიცრება

თბილისი (GBC) – შშმ კატეგორიას აცრა მალე მოუწევს. ვაქცინაციის დამატებით კონტინგენტის გაფართობაზე, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა რუსთავი 2-ზე განაცხადა. მათთვის განიხილება გამსვლელი ბრიგადების  მიმართვა. შშმ პირებმა დღის ცენტრში მიუსვლელად ტესტირებაც უნდა შეძლონ. მრავალრიცხვოვნობის გათვალისწინებით (ქვეყანაში18 წლამდე ბავშვების ჩათვლით, რომლებიც არ იცრებიან, 300 000-ზე მეტი შშმ პირია) სრული მოცვა,  ვაქცინის საკმარის მარაგებამდე ვერ მოხერხდება. 

თავად ამირან გამყრელიძე ამ დღეებში შეგვატყობინებს, აპრილის ბოლოს რომელი ვაქცინით აიცრება. ისე ჩინურით გეგმავს. სინოფარმის მიმართ სკეპტიკურად განწყობილ კატეგორიას აუხსნა, რომ 40 ქვეყნის აღიარებული ვაქცინის მიმართ კითხვა არ დაისმის. პრეპარატი არ აუღიარებია მხოლოდ მკაცრ მარეგულირებლებს (აშშ-ის, ევროკავშირის, ბრიტანეთის, კანადის...). ფაიზერი და ასტრაზენეკა უფრო მაღლა დგას ,პრეკვალიფიცირებულობის ნიშნით, რაც უფრო მაღალი თამასაა, თუმცა ეს ჩინურს არ აკნინებს.  გამყრელიძემ  ვაქცინების შექმნის ჩინეთის  გამოცდილებაზე აღნიშნა,  2015-2018 წლებში საქართველოს მიერ წარმატებით გამოყენებულ ცოფის ვაქცინაზე. კიდევ ერთხელ მოგვიწოდა აპრილ-მაისში უსაფრთხოების დაცვისკენ, პირბადის ხმარებისკენ და დიდი თავშეყრისგან თავის არიდებისკენ, რომ  პამდემიის III ტალღა I-ვით  მსუბუქი იყოს, II-სგან განსხვავებით. რომ ავირიდოთ რაც ნოემბერ-დეკემბერში  გამოვიარეთ, რაც ჯანდაცვის სექტორისთვის ომის პერიოდის გამოწვევას შეადარა.

"დავიცვათ ყველა რეგულაცია, რომ  არ ჩაიშალოს ჩვენი ზაფხული"- ამირან გამყრელიძე.



 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები