ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
BAG - აღსრულების ახალი კოდექსი სერიოზულ რისკებსაც შეიცავს
6 აპრილი, 2021, 15:05
BAG - აღსრულების ახალი კოდექსი  სერიოზულ რისკებსაც შეიცავს

თბილისი (GBC) - საქართველოს ბიზნეს ასოციაციას  აღსრულების კოდექსის პროექტთან დაკავშირებით კითხვები აქვს.  ასოციაციაში კრიტიკულად შეფასდა პროექტის ერთ-ერთი მთავარი სიახლე - აღსასრულებელ საქმეთა ტერიტორიული პრინციპის მიხედვით სავალდებულო გადანაწილება და აღნიშნულიდან  გამომდინარე, კერძო აღმასრულებლის ინსტიტუტის, როგორც დამოუკიდებელი ბიზნესის განვითარების ხელშეშლა.

"პარალელურად, დაგეგმილი საკანონმდებლო რეფორმა არაერთ სასიკეთო ცვლილებასაც შეიცავს, რომელთა მიზანი აღსრულების პროცესის გამარტივება, ერთიანი პრაქტიკის ჩამოყალიბება და სააღსრულებო პროცესში მონაწილე პირთა უფლება-მოვალეობების მკაფიო გამიჯვნაა.

როგორც ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ, დღეს მოქმედი წესისაგან განსხვავებით, ახალი კანონის მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში, ბიზნესს შეეზღუდება უფლება, თავად შეარჩიოს აღმასრულებელი და  ხელშეკრულების საფუძველზე, სათანადო საზღაურის სანაცვლოდ მიიღოს შესაბამისი მომსახურება; ტერიტორიული პრინციპით საქმეთა განაწილება განსაკუთრებით პრობლემური გახდება საფინანსო ინსტიტუტებისათვის, რომლებიც სააღსრულებო სერვისის ყველაზე ფართო მომხმარებელია. ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა აღმასრულებელთან საქმეების გაბნევა შეაფერხებს აღსრულების პროცესს, პირდაპირ აისახება ამოღებული თანხების პორტფელის მოცულობაზე და სააღსრულებო დანახარჯებზე, აღნიშნული კი პირდაპირპროპორციულ ასახვას ჰპოვებს ფინანსების ხელმისაწვდომობასა და ფასზე.საქართველოს ბიზნეს ასოციაციას  აღსრულების კოდექსის პროექტთან დაკავშირებით კითხვები აქვს.  ასოციაციაში კრიტიკულად შეფასდა პროექტის ერთ-ერთი მთავარი სიახლე - აღსასრულებელ საქმეთა ტერიტორიული პრინციპის მიხედვით სავალდებულო გადანაწილება და აღნიშნულიდან  გამომდინარე, კერძო აღმასრულებლის ინსტიტუტის, როგორც დამოუკიდებელი ბიზნესის განვითარების ხელშეშლა.

"პარალელურად, დაგეგმილი საკანონმდებლო რეფორმა არაერთ სასიკეთო ცვლილებასაც შეიცავს, რომელთა მიზანი აღსრულების პროცესის გამარტივება, ერთიანი პრაქტიკის ჩამოყალიბება და სააღსრულებო პროცესში მონაწილე პირთა უფლება-მოვალეობების მკაფიო გამიჯვნაა.

ასოციაციაში განმარტავენ, რომ  აღსრულების პროცესის გამჭვირვალობა, პროგნოზირებადობა და სიმარტივე, ბიზნესის კეთებასთან დაკავშირებული დავების გადაწყვეტისათვის უმნიშვნელოვანესია და თავის მხრივ,  ქვეყნის ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შეფასების ერთ-ერთ არსებით კომპონენტს წარმოადგენს. ამდენად, დაგეგმილი სიახლეების ყოველმხრივ შეფასება, რისკებისა და სარგებლის პროპორციულობის იდენტიფიცირება, სასიცოცხლოდ აუცილებელია.

ასოციაციის ინიციატივით უახლოეს დღეებში იგეგმება კანონპროექტთან დაკავშირებით დამატებითი კონსულტაციები საკანონმდებლო ორგანოსთან, სადაც მოხდება, როგორც იდენტიფიცირებულ რისკებთან მიმართებაში ბიზნესის პოზიციების განხილვა, ასევე მათ დასაბალანსებლად ალტერნატიული წინადადებების შეთავაზება", - განმარტავენ ასოციაციაში. 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები