ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ავტოსადგურებისთვის ახალი რეგლამენტი ამოქმედდა
6 აპრილი, 2021, 14:24
ავტოსადგურებისთვის ახალი რეგლამენტი ამოქმედდა

თბილისი (GBC) - ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების ტექნიკურ პირობებში ცვლილებები შევიდა  2013 წლის 31 დეკემბრის №442 დადგენილებაში) რეგლამენტის თანახმად, სავალდებულოა  სისტემაში ჩართვამდე და სისტემაში ჩართვის მთელი პერიოდის განმავლობაში, ავტოსადგომის მფლობელ ევალება  შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებულ ონლაინ ფორმატში, ავტოსადგომის შესასვლელისა და გასასვლელის მუდმივი (უწყვეტი) ვიდეოკონტროლი.


ამასთან, ვიდეომეთვალყურეობის ოპერაციული სისტემის შერჩევისას, ავტოსადგომის მფლობელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ვიდეოკონტროლის განხორციელების მიზნით დამონტაჟებული პროგრამული უზრუნველყოფა, შემოსავლების სამსახურის მფლობელობაში არსებულ ლიცენზირებულ სისტემებს უნდა შეესაბამებოდეს.


აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილება აუცილებელია საზღვარზე გადაადგილებული სატვირთო გადაზიდვებისათვის თანაბარი, სამართლიანი და კანონშესაბამისი წესების დაცვის მიზნით, რათა თავიდან იქნეს აცილებული არაკეთილსინდისიერად საზღვარზე არსებული რიგის დარღვევის და ზოგიერთი სატვირთო ავტომანქანის უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენების მცდელობის  შესაძლებლობა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ხაზგასმით განმარტავს, რომ საბაჟო დეპარტამენტის სპეციალური ტექნიკის მართვის სამმართველოს წარმომადგენლები მუდმივ კომუნიკაციაში იმყოფებიან ავტოსადგომების მფლობელებთან და ამომწურავ ინფორმაციას აწვდიან, როგორც ვიდეო ჩამწერი მოწყობილობების, ასევე, დანერგილი პროგრამული უზრუნველყოფების შესახებ.

 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები