ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
300 მიკროავტობუსზე ტენდერი გამოცხადდა
მარიამ მინაძე
6 აპრილი, 2021, 13:01
300 მიკროავტობუსზე ტენდერი გამოცხადდა

თბილისი (GBC) -  თბილისის სატრანსპორტო კომპანია M2 კატეგორიის 300 მიკროავტობუსებზე ტენდერს აცხადებს. წინადადებების მიღება 29 აპრილს იწყება და 4 მაისს სრულდება. 


შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 35.9 მლნ ლარია. 


М2 კატეგორიის მიკროავტობუსების მიწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, შესაბამისი მოთხოვნის წარდგენიდან 180 კალენდარული დღის განმავლობაში


პრეტენდენტის მიერ შეთავაზებული შესყიდვის ობიექტის მწარმოებელ კომპანიას უნდა გააჩნდეს არანაკლებ 30 წლიანი გამოცდილება М2 კატეგორიის მიკროავტობუსების წარმოებაში და არანაკლებ 30 მლნ-იანი ბრუნვა უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში. 


ტენდერის პირობის შესაბამისად, გამარჯვებულმა კომპანიამ, უნდა განაცხადოს წერილობითი თანხმობა, დამატებით 400  ერთეულ M2 კატეგორიის მიკროავტობუსზე, იმავე ტექნიკური პირობებით, ერთეულის ფასით და ანგარიშსწორების პირობებით, რომ გააფორმებს ხელშეკრულებას და შესყიდვის ობიექტს მიაწვდის M2 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა რეგულარული გადაყვანის ნებართვის მქონე შესაბამის კომპანიებს, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიასთან“ ხელშეკრულების გაფორმებიდან 180 კალენდარული დღის ვადაში. 


მერიის განკარგულების შესრულებაზე კონტროლი ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დაევალა. 


M2 კატეგორია ევროპული კლასიფიკატორია. ასეთი ავტოტრანსპორტი გამოიყენება მგზავრების გადასაზიდად, რომელთა მაქსიმალური მასა არ აღემატება 5 ტონას.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები