| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC0 -ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო საკუთრების მართვის სააგენტომ „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" პროგრამის ფარგლებში გასაყიდად 10 სახელმწიფო საწარმო გამოიტანა. ეს საწარმოებია: შპს "ზუგდიდის ფარმაცია" (ს/ნ 219984596) 100% წილი; შპს ,,თბილისის N1 სტომატოლოგიური პოლიკლინიკა" (ს/ნ 204379074) 100% წილი; შპს ,,დეზინფექციის, დეზინსექციის დერატიზაციისა და სტერილიზაციის სპეციალიზირებული ეპიდზედამხედველობის ცენტრი" (ს/ნ: 211327410) 100% წილი; სს „ცეკავშირის ზუგდიდის სასურსათო კომბინატის“ (ს/კ 219983908) 27 246 აქცია, კომპანიის კაპიტალის 51 % წილი; შპს "საზღვაო ტექსერვისი" (ს/კ 245431206) 100% წილი; სს ,,ხაშურის მინის ტარა'' (ს/ნ: 243855734) 633 211 აქცია, კომპანიის კაპიტალის 23,0935% წილი; შპს „დემეტრე 96“-ის (ს/ნ 205221614)100 % წილი; შპს ,,ჭიათურის ავტოსადგური’’ (ს/კ 215592446) 49% წილი; შპს „თერმული წყლები“ (ს/კ 404419214)100 % წილი; შპს უნიონი (ს/კ 225379587)20 % წილი.
გასულ კვირას მთავრობამ სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის
ახალი ტალღა დაიწყო და ბიზნესისთვის 400 მილიონი ლარის სახელმწიფო ქონების შეთავაზებას
გეგმავს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ბიზნეს სექტორს მასშტაბური
საპრივატიზებო პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ 2019 წელს წარუდგინა.2020 წელს სახელმწიფო ქონების
ეროვნული სააგენტოს მიერ 146 მლნ ლარზე მეტი თანხა იყო მობილიზებული. აქედან, სახელმწიფო ქონების პრივატიზებიდან
სააგენტომ 130 მლნ ლარზე მეტის მობილიზება მოახდინა, საიდანაც ბიუჯეტში დაახლოებით
95 მლნ ლარზე მეტი გადაირიცხა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss