ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
მსესხებელი კრედიტინფოს აპლიკაციას მე-3 თვეა ელის
2 აპრილი, 2021, 16:37
მსესხებელი კრედიტინფოს აპლიკაციას მე-3 თვეა ელის

თბილისი (GBC) – კრედიტინფო მოქალაქეებს ვერ პასუხობს, მათ ოფისში მომსახურებას როდიდან შეძლებს და როდიდან ჩართავს 2 თვით გათიშულ, აპლიკაციას. რომ სასესხო ამონაწერი მარტივად ნახოს უფასოდ, რომლის უფლება 30/11/2020-დან წელიწადში 3-ჯერ მიეცა (მანამდე 1-ხცელ შეეძლო). ინფორმაცია ტელეფონზე დაკავშირებითაც გაიცემა, პიროვნების იდენტიფიკაციის დროებითი პროცედურით, თუმცა არასრული.  "გამოვთქვამთ იმედს, რომ მალე ჩვეულ რეჟიმში შევძლებთ მომხმარებლებისთვის მომსახურების გაწევას". მოქალაქის 3-გზის უფასოდ ინფორმირება კრედიტინფოს სებ-მა დააკისრა. ~

 

ბანკის კლიენტი, უფასო სერვისით, თავის სარეიტინგო ქულებს  ვერ შეიტყობს. ამისთვის მინიმალური ₾5 პაკეტი უნდა ჰქონდეს გააქტიურებული.  კრედიტინფოს ცნობით, ამა თუ იმ ბანკის თუ მისოს მომხმარებელს, უფასო ინფორმაციით სარგებლობის შესაძლებლობას სებ-ის რეგულაციამდეც აძლევდა, წალიწადში  ერთხელ, ოფისში მისვლით, თუმცა ქულების რაოდენობა არც მაშინ იყო ხელმისაწვდომი. კორპორაციული კლიენტებისთვის (ბანკი, დეველოპერი, მისო, სგს...) ₾30 , ₾50 პაკეტები მოქმედებს.

 

სებ-ი ყველა სუბიექტს Creditinfo -სთან პარტნიორობას ავალდებულებს. კრედიტინფოსთან ბანკის და მისოს პასუხისმგებლიანი ურთიერთობა სანქციებით არის გამყარებული. საკრედიტო  ბიუროსთვის ინფორმაციის მიწოდების, აღრიცხვის და ხელმისაწვდომობის წესის“ ყოველ დარღვევაზე მისოსთვის 1 000  ლარია ჯარიმა.  ანალოგიური განაკვეთი განესაზღვრა საკრედიტო კავშირსაც დარღვევის თითოეულ ფაქტზე - 1 000 ლარი.

 

კომერციული ბანკი კი საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ინფორმირების წესების დარღვებისთვის ჯერ1 000 ლარით დაჯარიმდება. სებ-ის წერილობითი გაფრთხილების გაუთვალისწინიებლობის შემთხვევაში 10 000 ლარით. სებ-ის განმეორებითი ან მრავალჯერადი შეუსრულებლობისთვის კი  ₾20 000 -ით.

 

ანგარიშგების, სხვა საფინანსო/ სტატისტიკური ინფორმაციის დადგენილი ფორმით (მათ შორის, არაზუსტი ინფორმაციის წარდგენა) და ვადით წარუდგენლობის შემთხვევაში  დარღვევის თითოეულ ფაქტზე  ჯარიმა  5 000 ლარია.

 

ამ დროისთვის Creditinfo -ს ბაზაში https://ge.creditinfo.com/ka-products  ₾ 28 მლრდ -ის კონტრაქტებზეა ინფორმაცია ატვირთული, მათ  შორის ბანკის 1.6 მლნ მსესხებლის, მისოს და სგს 548 000 და სხვა კომპანიების (სამშენებლო სადისტრიბუციო, სალიზინგო) 21 300 კლიენტის ხელშეკრულება.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები