ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ევროპარლამენტი საქართველოს დაფინანების შემცირებაზე აფრთხილებს
2 აპრილი, 2021, 00:35
ევროპარლამენტი საქართველოს  დაფინანების შემცირებაზე აფრთხილებს

თბილისი (GBC) - ევროპარლამენტი წუხს, ხელისუფლება და ოპოზიცია ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელის, კრისტიან დანიელსონის შეთავზებულ წინადადებებს რომ არ დათანხმდა და მოსალოდნელ შედეგებზე აცხადებს.

„პოლიტიკური პარტიების მიერ კომპრომისის მიღწევაზე უარის შემდეგ, საქართველოს პოლიტიკური ლიდერები არ უნდა ელოდონ ევროკავშირთან ძველებურად საქმის გაგრძელებას. ევროპარლამენტი მოუწოდებს, რომ დადგეს შედეგები ევროკავშირის ფინანსური დახმარების თვალსაზრისით, მათ შორის როგორც მომდევნო გადახდის შეჩერების, ისე იმ პირობების გამკაცრების მხრივ, რაც ევროკავშირის მხრიდან მაკროსაფინანსო დახმარების პროგრამებსა და საბიუჯეტო მხარდაჭერას უკავშირდება. 

უნდა შეიზღუდოს პოლიტიკური მხარდაჭერა და უმაღლესი დონის შეხვედრები ხელისუფლების წარმოდგენლებთან და ოპოზიციის ლიდერებთანაც, რომლებიც არიან პასუხისმგებელნი მოლაპარაკების ჩაშლაზე, კომპრომისისთვის, რეალური მზაობის დემონსტრირებამდე. ქვეყნის და მოქალაქეების ინტერსებიდან გამომდინარე“, -ერთობლივი განცხადების პროექტს რადიო თავისუფლება ევროპარლამენტის ინფორმირებული წყაროს მეშვეობით გაეცნო.

წყაროს თანახმად, ევროკავშირის გამოყოფილი, ოქტომბერში მისაღები მაკროსაფინასო დახმარება 60 მილიონი ევროა

„განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება მმართველ პარტიას, რომელიც უნდა იყოს პირველი ამ კრიზისიდან საქართველოს გამოყვანის საქმეში“, - განცხადებას ხელს საქრთველოსათვის კარგად ცნობილი 7 ევროპარლამენტარი აწერს

დევიდ მაკალისტერი (ევროპის სახალხო პარტია, გერმანია), საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე და დემოკრატიის მხარდაჭერის და არჩევნების კოორდინაციის ჯგუფის თანათავმჯდომარე;

მარინა კალიურანდი (სოციალისტები & დემოკრატები, ესტონეთი), სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის ხელმძღვანელი;

ანდრიუს კუბილიუსი (ევროპის სახალხო პარტია, ლიეტუვა), Euronest-ის საპარლამენტო ასამბლეაში დელეგაციის ხელმძღვანელი;

ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი (მწვანეები, გერმანია), დემოკრატიის მხარდაჭერის და არჩევნების კოორდინირების ჯგუფის წამყვანი წევრი საქართველოს განხრით

სვენ მიკსერი (სოციალისტები & დემოკრატები, ესტონეთი), ევროპის პარლამენტის მოქმედი მომხსენებელი საქართველოს საკითხში

მიხაელ გალერი (ევროპის სახალხო პარტია, გერმანია), ევროპის პარლამენტის მოქმედი მომხსენებელი უკრაინის საკითხში

პიატრას აუშტრიავიჩიუსი (RENEW, ლიეტუვა), ევროპის პარლამენტის მოქმედი მომხსენებელი ბელარუსის საკითხში.

ერთობლივი განცხადების ტექსტზე მუშაობა ევროპარლამენტში ჯეტ არ დასრულებულა. საქართველოზე 19 აპრილს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებიც იმჯელებენ.

დანიელსონი მიშელთან ხელმოუწერელი დოკუმენტით საქართველოდან 30 მარტს დაბრუნდა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები