| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) პროგრამას გვიზრდის (სსფ-ის მხარდაჭერილი 3-წლიანი პროგრამა გვქონდა). სებ-ის პრეზიდენტის ინფორმაციით, ბოლო მიმოხილვა 7 აპრილს ჩატარდება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება პროგრამის დასრულების შესახებ.
"პროგრამა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ბევრი რეფორმა განხორციელდა სხვადასხვა მიმართულებით", - კობა გვენეტემ სსფ-ს და სხვა დონორებისგან, ფინანსურ მხარდაჭერის პანდემიის დაწყებისთანავე მიღების მნიშვნელობაზე აღნიშნა, IDFI-ს მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, სადაც არსებული გამოწვევები განიხილა. ისაუბრა მაკროეკონომიკურ პროგნოზებსა და მონეტარულ პოლიტიკაზე.
მისი თქმით, ფონდის ოპერატიული მხარდაჭერის გარეშე ანტიკრიზისული ეფექტირი ღონისძიებები გაჭირდებოდა, -"ამიტომ, ვფიქრობ რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი პროგრამის განხორციელება იქნება ძლიან მნიშვნელოვანი. დიდი იმედი მაქვს რომ წარმატებით დასრულდება ბოლო მიმოხილვა. ეს იქნება ნადვილად წარმატებული 4-წლიანი პროგრამა. 8 აპრილიდან ჩვენ უნდა ვიყოთ მონდომებული და სსფ-სთან მოლაპარაკება ახალ პროგრამაზე უნდა დაცვიწყოთ".
კობა გვენეტაძე მთავრობის ეკონომიკური გუნდისგანაც შესაბამის მონდომებას ელის, რადგან მათაც იციან დახმარების დადებით შედეგებზე. რომ ეს არის ის ქოლგა, ეგზოგენური, რთულ სიტუაციებში ჩვენი დაცვის.
სებ-ის პრეზიდენტი პროცესის სირთულეზეც აღნიშნავს, განსაკუთრებით განვითარებადი ქვეყნებისთვის, რომლებსაც განვითარებულებზე მწირი რესურსი აქვს.
სებ-ის პრეზიდენტმი დარწმუნებულია, რომ კრიზისს გავუმკლავდებით, თუმცა არა პოპულისტური გადაწყვეტილებით, რისი მაგალითიც სებ-მა პანდემიის დაწყებითანავე აჩვენა.
8 აპრილიდან ჩვენ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მოლაპარაკებებს დავიწყებთ შემდეგ პროგრამაზე, რადგან ეს იქნება ზუსტად იმის სავიზიტო ბარათი და გაგრძელება, რომ ჩვენ ვაპირებთ ქვეყანაში სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკის გატარებას.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss