ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
TBC წელს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას აღარ ელის
1 აპრილი, 2021, 15:46
TBC  წელს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას აღარ ელის

თბილისი (GBC) -TBC კაპიტალი 2021 წელს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას აღარ ელის. კაპიტალის მიმოხილვაში ვკითხულობთ რომ მათი მოლოდინით, განაკვეთი მიმდინარე წელს უცვლელი იქნება 8.5%-ზე და მისი შემცირება 2022 წლიდან დაიწყება. კერძოდ, 7.25%-მდე ის 2022 წლის დეკემბერში შემცირდება, ხოლო 2023 წელს 6.75%-მდე.

გამომდინარე ლარის გაუფასირების ტრენდიდან TBC მიიჩნევს რომ წელს ეროვნული ბანკი განაკვეთს არ შეამცირებს.

თუმცა თუკი ლარის გაუფასურება გაგრძელდება, კაპიტალი არც იმას გამორიცხავს რომ ეროვნულ ბანკს რეფინანსირების განაკვეთის ზრდა 2021 წელს კიდევ ერთხელ დასჭირდეს.

ამასთან, თუკი ლარი დასტაბილურდება TBC კაპიტალი მიიჩნევს რომ ამ შემთხვევაში განაკვეთის ბოლო ზრდას ეკონომიკურ ზრდაზე ნეგატიური გავლენა არ ექნება.

რაც შეეხება ინფლაციას, ბანკის მოლოდინინით ის ეროვნული ბანკის საპროგნოზო მაჩვენებელს გადააჭარბებს და 6% იქნება. თუმცა თუკი ლარის გაუფასურება გაგრძელდება კაპიტალში ინფლაციის დონის 7%-მდე დაჩქარებასაც ელიან.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები