| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - TBC კაპიტალი
ელის, რომ საქართველო მოსახლეობის უმეტესობის იმუნიზაციას 2022 წლის მეორე კვარტალში
მიაღწევს და არა 2021 წლის ბოლოს როგორც ეს მთავრობაც ვაქცინაციის გეგმით აქვს დაგეგმილი.
კვლევითი ორგანიზაცია მიმდინარე წელს ტურისტების
რაოდენობის 25%-ით აღდგენას ელის 2019 წლის პერიოდთან შედარებით. 2022 წლისთვის კი
ტურიზმის 90%-ით აღგენაა მოსალოდნელი. აღდგენის შეფერხების მიზეზებს შორის სახელდება
ვაქცინაციის ნელი ტემპი, ვირუსის შემდგომი შესაძლო გავრცელება და შეზღუდვების შესაძლო
გამკაცრება.
შედარებით პოზიტიურია მოლოდინები პირდაპირ უცხოურ
ინვესტიციებთან მიმართებით. კერძოდ თუკი 2020-ში FDI 30%-ით შემცირდა და 2005 წლის მინიმუმი
შეადგინა, TBC ელის
რომ 2021-ში FDI 10%-ით
გაიზრდება, თუმცა ზრდის ამ მაჩვენებლით ის ვერ დაუბრუნდება პანდემიამდელ მაჩვენებელს.
კაპიტალი ელის, რომ 2022-ში FDI-ის ზრდის ტემპი 30% იქნება.
რაც შეეხება მშპ-ს - პრონოზი 2021 წლისთვის
4%-ი, ხოლო 2022-სთვის 7.5%-ია.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss