| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - ₾არი გაუფასურებას განაგრძობს, სებ-ი ინტერვენციას კიდევ არ უშვებს. ოთხშაბათის ვაჭრობაზე, აშშ დოლარი $1/₾3.4112-დან, $1/₾3.4464-მდე გამყარდა. ეროვნული ვალუტა ევროსთანაც გაუფასურდა და ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან, შესაბამისად 4.0426 და 4.7467-მდე.
სებ-ს 22/03-ის $40 მლნ-ის შემდეგ ინტერვენცია აღარ განუხორციელებია.წელს სავალუტო აუქციონი 4 -ჯერ გამართა (6/01; 27/01; 18/02; 22.03). იანვარში $80 მილიონი $1/₾3.2964 და $1/₾3.2998 კურსით გაყიდა. მარტში კი $1/₾3.33 -ად.
1 აპრილის კურსი (L/d)
|
აშშ დოლარი |
1/3.4464 |
USD/₾3.4118 |
|
|
||
|
ევრო |
1/4.0426 |
EUR/₾4.0044 |
|
|
|
|
|
ფუნტი |
1/4.7467 |
GBP/₾4.6929 |
|
|
||
|
ლირა |
1/0.4141 |
TRY/₾0,4064 |
|
წყარო:ეროვნული
ბანკი
როგორც იცით თებერვლიდან სებ-ის ოფიციალური გაცვლითი კურსი Bmatch-ზე გარიგებების მიხედვით დგება. წელს იანვარ-მარტში, პლატფორმაზე, $142 მლნ-ის გარიგებებია დადებული და აქედან მხოლოდ 11 მლნ-მდეა არასაფინანსო კომპანიების (სულ, 03.2020-03.2021 პერიოდში $608 მლნ-ის 4 621 გარიგება).
სებ-ი კურსის რყევის შეფასებისგან ჯერ თავს იკავებს და არც ინტერვენციას აანონსებს, ბაზრის დასაშოშმინებლად. ბანკირებიც ზოგადი დამაიმედებელი კომენტარებით შემოიფარგლებიან. ბიზნესთან პრემიერის შეხვედრის შემდეგ საქართველოს ბანკის CEO-მ განაცხადა, რომ მოლოდინებზე საუბარი ძალიან უჭირს, "წლის დასაწყისში ლარის გამყარების ყველა წინაპირობა არსებობდა. დღეს რასაც ვხედავთ, ფაქტია და დანარჩენს დრო გვაჩვენებს“. ინტერვენციები კი როგორც არჩილ გაჩეჩილაძემ თქვა სებ-ის გადასაწყვეტია და ის განსაზღვრავს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss