ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ვალუტა და ფასიანი ქაღალდები << უკან
Bloomberg-ი საქართველოში BMatch-ის დანერგვისთვის დაჯილდოვდა
29 მარტი, 2021, 12:08
Bloomberg-ი საქართველოში BMatch-ის დანერგვისთვის დაჯილდოვდა
თბილისი (GBC) - Central Banking-ის შეფასებით, Bloomberg - ისთვის  ფინანსური ბაზრის ინფრასტრუქტურული მომსახურების ნომინაციაში გამარჯვების ერთ-ერთი წინაპირობა აღნიშნულ კომპანიასთან სებ-ის  აქტიური თანამშრომლობაა. გამოცემა აღნიშნავს 2020 წელს ეროვნული ბანკისა და Bloomberg-ის მიერ სავალუტო ბაზარზე ვაჭრობის ახალი სისტემის - BMatch წარმატებით ამოქმედებას, რომელმაც სწრაფად მოიპოვა პოპულარობა და დღეს უკვე სავალუტო გარიგებების აბსოლუტური უმრავლესობა ამ პლატფორმაზე სრულდება.
BMatch - ზე გაზრდილმა კონკურენტულმა და კიდევ უფრო გამჭვირვალე გარემომ ყიდვა/გაყიდვის შორის სხვაობის - სპრედების - მნიშვნელოვნად შევიწროების შესაძლებლობა შექმნა.  BMatch -ზე ბანკთაშორის ბაზარზე საუკეთესო კურსებია და, რაც მთავარია, დადებული გარიგებები  კარგად ასახავს იმ დროს ბაზარზე არსებულ კონიუნქტურას. ეროვნული ბანკიც ოფიციალური კურსს  BMatch-ზე გარიგებებით ადგენს. 
Central Banking აღნიშნავს, BMatch-ის გარდა, Bloomberg-ის მხარდაჭერით, სებ-ის მიერ პანდემიაჭში განხორციელებულ სხვა წარმატებულ პროექტებზე. აინერგა სახაზინო ფასიანი ქაღალდების პირველადი დილერების საპილოტე პროგრამა და ფინანსური სისტემისთვის საჭირო ლიკვიდობის მიწოდების მიზნით  ამოქმედდა სავალუტო აშშ დოლარი/ლარის სვოპების ხაზი. Covid-19-ის პანდემიით გამოწვეული ლიკვიდობის სტრესის საპასუხოდ, კომერციული ბანკებისთვის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის და მცირე და საშუალო ბიზნესის ლიკვიდური მხარდაჭერის მიზნით სვოპის ხაზი ამოქმედდა. საერთაშორისო სვოპ ხაზი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD), ხოლო ევრო/ლარის რეპო ხაზი - ევროპის ცენტრალურ ბანკთან (ECB) ერთად გაფორმდა.
Bloomberg-ის და ეროვნული ბანკის თანამშრომლობით, უმოკლეს დროში შეიქმნა სისტემა და მოხდა ტესტირების გარემოს კონფიგურაცია და რეალურ გარემოში ოპერირების დაწყება როგორც პირველადი დილერის პროგრამის, ასევე სვოპ ხაზების განვითარების მიმართულებით. რაც  გლობალური პანდემიის გამოწვევის პერიოდში, კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელი მდგომარეობით, BMatch პლატფორმაზე მონაწილეობს საქართველოს ეროვნული ბანკი, 15 კომერციული ბანკი, 4 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, 2 ქართული არასაბანკო კომპანია და 1 საერთაშორისო საინვესტიციო ფონდი. 2020 წლის მარტიდან  2021 წლის 25 მარტის ჩათვლით, BMatch-ზე დაიდო 4621    გარიგება -  საერთო მოცულობით 608,3 მლნ აშშ დოლარი. აქედან არასაბანკო მონაწილეებმა $198 მლნ-ის (ბრუნვის 33%). 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები