ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
წყალი ქვეყნის მთავარი სიმდიდრეა და უნდა გამოვიყენოთ
29 მარტი, 2021, 15:42
წყალი ქვეყნის მთავარი სიმდიდრეა და უნდა გამოვიყენოთ

თბილისი (GBC) - ყველა ქვეყანა ცდილობს, განავითაროს საკუთარი ენერგეტიკული რესურსი. ჩვენ არ ვართ მდიდრები ნავთობითა და საკუთარი ბუნებრივი აირით. ის სიმდიდრე, რაც გვაქვს, არის წყალი და წყლის რესურსის გამოყენება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ზოგადად ადგილობრივი წარმოების განვითარება“, -  ეკონომიკის მინისტრმა ენგურჰესზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გაცნობისას, ენერგოდამოუკიდებლობისთვის მსხვილი ჰესების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

ნათია თურნავამ აღნიშნა, ძალიან ბევრ ევროპულ, მაღალგანვითარებულ სახელმწიფოს, საქართველოს მსგავსად, საკუთარი ჰიდრორესურსი გააჩნია და მას მაქსიმალურად ეფექტიანად იყენებს. 

„ეს ქვეყნებია - შვეიცარია, ავსტრია, იტალია, ნორვეგია... ესაა ევროპული სახელმწიფოები, რომლებიც საკუთარ ენერგეტიკას ჰიდროენერგეტიკაზე ამყარებს. რა თქმა უნდა, მცირე ჰესებიც მნიშვნელოვანია, მწვანეა, დასაქმებას ქმნის, მაგრამ რაც შეეხება მსხვილ ჰიდროსადგურებს, დიდ, წყალსაცავიან, ე.წ. მარეგულირებელ ჰიდროსადგურებს - მათ განსაკუთრებული მნიშვნელობა ეკისრებათ, რადგან ეს არის შესაძლებლობა, შევინახოთ ძვირფასი ენერგეტიკული რესურსი - წყალი და გამოვიმუშაოთ არა მაშინ, როდესაც ბუნება გვაძლევს ამის საშუალებას, არამედ მაშინ, როდესაც ჩვენს მომხმარებელს ყველაზე მეტად სჭირდება“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ჩვენი ენერგეტიკის მომავალთან დაკავშირებით საქართველოს ჰქონდა ორად ორი არჩევანი - სამუდამოდ დავრჩენილიყავით პოსტსაბჭოთა ენერგეტიკული სისტემის ნაწილად თუ გავმხდარიყავით ევროპული ენერგოსისტემის ნაწილი, - განაცხადა დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. ნათია თურნავა ჰესზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გაცნობის მიზნით საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად იმყოფებოდა.

მისი თქმით, საქართველომ ეს არჩევანი ჯერ კიდევ 2014 წელს გააკეთა, როდესაც ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას და 2017 წელს, როდესაც გავხდით ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრი.

 „მას შემდეგ ყველა ჩვენი პროექტი - დაწყებული შავ ზღვაზე არსებული გადამცემი კაბელით, დამთავრებული „ნამახვანი ჰესით“ და ზოგადად ადგილობრივი ჰიდროენერგეტიკის განვითარებით, არის მთლიანი ევროპული სისტემისკენ გადადგმული ნაბიჯი. ამიტომაც ეს არის ჩვენითვის ძალიან მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები