| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი ( GBC) -ვაშლიჯვარში,
მაჭავარიანის ქუჩაზე, მეწყერსაშიში ფერდის გამაგრების სამუშაოები დაიწყო.
როგორც თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა
განაცხადა, დარგის სპეციალისტების რეკომენდაციით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომელიც
ფერდისთვის პირვანდელი, ბუნებრივი მდგომარეობის
დაბრუნებას გულისხმობს.
„ ექსპერტების რეკომენდაციით, მიღებულ იქნა გარკვეული გადაწყვეტილებები,ერთ-ერთი იყო ის, რომ ამ ფერდს ბუნებრივი, პირვანდელი მდგომარეობა დაბრუნებოდა, რაც გულისხმობს,გარკვეული მოცულობის მიწის მასით შევსებას. ეს კიდევ უფრო მეტ წინაღობას შეუქმნის ამ მცოცავ მეწყერს და იქნება გარკვეული პრევენცია, რომ უეცრად არ მოწყდეს ეს მასა“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.
მისივე თქმით, ამის შემდგომ იგეგმება სხვა ღონისძიებები.
„ამ კვირის ბოლოს მეწყერსაშიშ ადგილსა და მიმდებარე
არეალში დამონტაჟდება მონიტორინგის სპეციალური სისტემა, რომლის საშუალებითაც გვექნება
მეტად დეტალური ინფორმაცია მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით“, - აღნიშნა თბილისის
მერის მოადგილემ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss