| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი ( GBC) - პრემიერ-მინისტრის განცხადებით საქართველოში სახეზეა ჰიბრიდულ-ენერგეტიკული ომის გამოკვეთილი ნიშნები. ირაკლიო ღარიბაშვილმა ელექტროენერგიის იმპორტის ყოველწლიურ ზრდაზე აღნიშნა. შესაბამისად დიდი, მცირე და მიკრო ჰესების მშენებლობის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე.
„კომპანია ENKA „ნამახვანჰესში“ 840 მლნ დოლარის ინვესტიციას
განახორციელებს. დამისახელეთ ასეთი კომპანია, რომელიც პანდემიის დროს ამხელა ინვესტიციას
შემოიტანს ქვეყანაში და ჩვენ ამას ვეწინააღმდეგებით და ვაფერხებთ ამ სამუშაოებს. პროექტში
დასაქმდება 2 000 კაცი და 400-ზე მეტი მეგავატის სიმძლავრის ჰესი შეემატება ჩვენს ენერგოსისტემას.
ეს გაუაზრებელი და ანტისახელმწიფოებრივი რიტორიკა, რომელიც ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებთან,
ჩვენს ინვესტორებთან ურთიერთობას ხელს უშლის, უნდა შეწყდეს“, - განაცხადა პრემიერმა,
რომელმაც დღეს ენგურჰესზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვა;იერა.
ჩვენი ეკონომიკური და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ხაზი „ნამახვანი ჰესის“ აშენებაზე გადის, - ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას თქმით, „ ნამახვანი ჰესი“ იმ რამდენიმე მსხვილ ჰიდროსადგურთაგანია, რომელიც განამტკიცებს საქართველოს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას.
„ჩვენ ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ იმისთვის, რომ
„ნამახვანი ჰესის“ აშენებასთან დაკავშირებული პროტესტი და ძირითადი კითხვები
მოხსნილიყო. კერძოდ, იცით, რომ კაშხალი არ აშენდება მანამ, სანამ არ მოხდება სანდო
ექსპერტების მიერ ყველა ძირითადი კვლევის გადამოწმება. ეს პასუხობს იმ წუხილს, რაც
შეეხებოდა უსაფრთხოებასა და ეკოლოგიას. იქმნება ხეობის განვითარების 5-მილიონიანი
ფონდი, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის ყველა საჭიროებას დააფინანსებს და
საჭიროების შემთხვევაში კიდევ გაიზრდება. მშენებლობის ზედამხედველობისთვის
შეიქმნება საზოგადოებრივი საბჭო და ისიც
გააკონტროლებს, რომ ყველას ჩართულობა იყოს პროცესში. ამიტომ ობიექტური,
რაციონალური შეკითხვა ამით მოვხსენით.
ხალხი თვითონ გადაწყვეტს, თუ რაში დაიხარჯება ის 5 მილიონი. რაც შეეხება
კომპენსაციებს, კომპანიამ უკვე 34 მლნ ლარამდე კომპენსაცია გასცა 280 ადგილობრივ
ოჯახზე“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss