| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ახალი ტექნოლოგია იცავს მოსავლიანობას და გარემოს “აგროგორში”. თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაში კომპანიას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და ევროკავშირი (EU) დაეხმარნენ. კერძოდ, ვაშლის ბაღი 2014 წელს დაარსდა და მას ევროპული სტანდარტების და დანერგვის შესაძლებლობა EU4Business - EBRD-ის საკრედიტო ხაზმა მისცა.
წარმატებული ინვესტიციის შემთხვევაში, მცირე და საშუალო ბიზნესი იღებს 15%-მდე ფულადი სახსრებს უკან, წახალისების სახით, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, EU4Business ინიციატივით.
“აგროგორმა” ამ ინიციატივით უკვე ისარგებლა. კომპანიის დირექტორმა ზურაბ გოჯიაშვილმა სესხით შეიძინა იტალიური ვაშლისა და მსხლის ნერგები, მოაწყო სეტყვის საწინააღმდეგო ბადეები და წვეთოვანი მორწყვის სისტემა დაამონტაჟა.
“ჩვენი სარწყავი სისტემა ზოგავს წყალს, იცავს გარემოს და ხელს უშლის ნიადაგის ეროზიას. ესაა ძალიან ჭკვიანი სისტემა: მისი რწყავს ხეებს როდესაც მათ ეს სჭირდებათ, საჭირო რაოდენობით. სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა კი მდგრადი მიწათმოქმედების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია”, - აცხადებს გოჯიაშვილი.
აგროგორი სეზონზე 1000 ტონა ვაშლს იღებს. მაგრამ კითხვა მაინც რჩება, რა არის აგროგორში გემრიელი ვაშლის მოყვანის საიდუმლო? - “ეს კავკასიაა: ჩვენ აქ დალოცვილი ვართ რბილი ტემპერატურით, რაც ჩვენს ვაშლს ასე წითელსა და გემრიელს ხდის, ”- ამბობს გოჯიაშვილი.
“ჩვენთან შრომის კულტურა შეიცვალა. ჩვენ ვართ ევროპის ნაწილი - ყოველ შემთხვევაში, ასე ვგრძნობთ თავს გორში. ჩვენმა თანამშრომლობამ დაგვანახა ელექტროენერგიისა და წყლის ეფექტურად გამოყენების, სამუშაო ადგილის უსაფრთხოებისა და ნარჩენების მართვის მნიშვნელობა. ”
კომპანია შემდგომი განვითარების შუა ეტაპზეა: ახალი სათავსოები და მაცივრები დაეხმარება “აგროგორა” გაზარდოს წარმოების მოცულობა და გახადონ გორში გაშენებული ვაშლი საქართველოს ფარგლებს გარეთ ცნობილი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss