| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - მმართველი პარტია ახლადინიცირებული ცვლილებებით, საარჩევნო ბარიერის 2%-მდე დაწევასაც არ გამორიცხავს. 3% ზღვრის დაწევის შესაძლებლობაზე, შალვა პაპუაშვილს რუსთავი 2-ის ეთერში ჰკითხეს, ოპოზიციონერ რომან გოცირიძის სტუმრობის შემდეგ. გოცირიძემ "ცალ კარში" ცვლილებების ინიცირება გააპროტესტა. ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, მსგავსი გადაწყვეტილებები კონსულტაციების შემდეგ მიიღება. შეგახსენებთ, რომ დანიელსონის ჩამოსვლამდე, ქართულმა ოცნებამ წარადგინა ცვლილებები, რომელიც საარჩევნო ბარიერის 5%-დან 3%-მდე და ფრაქციისთვის სავალდებულო წევრების რაოდენობის 7-დან 4-მდე შემცირებას ითვალისწინებს.
პაპუაშვილი ამბობს რომ ოპოზიციის იმედი არ აქვს, მათ შორის არც კონსტრუქციულის, თუმცა სამშობლოს მიმართ ვალდებულებები გონივრულ ნაბიჯებს მაინც ადგმევინებს. ოპოზიციასაც ურჩია სამშობლოზე ფიქრი, სულ ერთი საათით, ერთ საღამოს და დარწმუნებულია, რომ ყოველი დაფიქრებული ოპოზიციონერი მე-2 დღის დილას პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას მიიღებს.
პაპუაშვილმა რომან გოცირიძეს გაკიცხა ბევრი ტყუილისთვის, მათ შორის ყველაზე დიდისთვის, რომელიც არჩევნების სამართლიანობას აყენებს ეჭვქვეშ. იმ ტყუილით, რომ, თითქოს კონკურენტული სამართლიანს არ ნიშნავს.
პაპუაშვილის ჩამონათვალში პატარა ტყუილი არ იყო. გოცირიძის მე-2 რიგის დიდ ტყუილად პაპუაშვილმა მიიჩნია ₾40 000 გირაოს გადახდის შეუძლებლობა. გოცირიძემ TV ეთერში თქვა, რომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შემდეგ, რომელიც 23 აპრილამდე გადახედვას არ ექვემდებარება, მელია გათავისუფლების სანაცვლოდ ფულს ვერც გადაიხდის, რომც გადაწყვიტოს.
პაპუაშვილის თქმით ოპოზიციის რიტორიკა ტყულ/კაპრიზზეა აგებული და რიგგარეშე არჩევნებიც ერთ-ერთი კაპრიზია.
რომან გოცირიძემ ქვეყნის პოლიტიკურ კრიზისზე მწარე საერთაშორისო გამოხმაურების შესახებ ისაუგვრა და მძიმე შეფასებებზე ამერიკის და ევროკავშირის მხრიდან.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss