ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
სამართლებრივი სიცხადე სწორ მოლოდინებს აყალიბებს
25 მარტი, 2021, 18:28
სამართლებრივი სიცხადე სწორ მოლოდინებს აყალიბებს
თბილისი (GBC) - საქართველოს საფინანსო სექტორში კანონის უზენაესობის პრინციპების დაცვის გამოცდილება, სებ-ის პრეზიდენტმა გაუზიარა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ორგანიზებით გამართულ კონფერენციის მონაწილეებს (ღონისძიება 2014 წლიდან ყოველწლიურად იმართება და მას ნიდერლანდებისა და ბელგიის ცენტრალური ბანკები მონაცვლეობით მასპინძლობს). ანდორას, ბოსნია და ჰერცეგოვინას, ბულგარეთის, ხორვატიის, კვიპროსის, ისრაელის, ლუქსემბურგის, მოლდოვას, მონტენეგროს, ნიდერლანდების, ჩრდილოეთ მაკედონიის, სომხეთის, რუმინეთის, უკრაინისა და საქართველოს ცენტრალური ბანკების მმართველები და უმაღლესი რანგის წარმომადგენლებს.
წლევანდელი კონფერენციის მთავარი თემა იყო - კანონის უზენაესობა ევროკავშირში: არსებული მდგომარეობა და მისი გავლენა კანდიდატ და მეზობელ ქვეყნებზე.

"სამართლებრივი სიცხადე, რომელიც კანონის უზენაესობის ამოსავალი წერტილია, ფინანსური სისტემის გამართულად ფუნქციონირების წინაპირობაა. ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ ევროპის ცენტრალური ბანკის მიდგომა, რომელიც სამართლებრივი სიცხადის მნიშვნელოვნებას უსვამს ხაზს. ის კანონის უზენაესობის შემადგენელი ფუნდამენტური ნაწილია, რომელიც ადამიანებს აძლევს იმის გარანტიას, რომ შეძლონ თავიანთი ქმედებების დაგეგმვა, მათი მოსალოდნელი იურიდიული შედეგების გათვლა და კანონის საფუძველზე  სარწმუნო მოლოდინების ჩამოყალიბება - სწორედ ეს გახლავთ ეკონომიკური სტაბილურობის წინაპირობა", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები