| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - დამისახელეთ, რომელიმე ქვეყანა, სადაც ოპოზიცია აქციას 2 თვით ადრე აანონსებს, - პრემიერის შეფასებით ოპოზიციას ისე უჭირს, რომ აქციაზე მხარდამჭერებსაც ვერ აგროვებს. ეს, ირაკლი ღარიბაშვილს აძლევს საშუალებას, დაასკვნას, რომ ოპოზიცია სრულ გაუგებრობაშია, რაც მსუბუქი ნათქვამია, რადგან "ძალიან მძიმე, კატასტროფულ მდგომარეობაშია, ვგულისხმობ რადიკალურ, სააკაშვილის ფრთას". - აღნიშნა პრემიერ,ა,
რომელსაც ევროკავშირში საქართველოს ელჩის და აჭარის მთავრობის მეთაურობიდან თორნიკე რიჟვაძის გადადგომაზეც ჰკითხეს. საბანაძეზე, საგარეო საქმეთა სამინისტროს სრულყოფილ განმარტებას დაეყრდნო. თქვა, რომ ელჩს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ ზაფხულში ჰქონდა მიღებული. რიჟვაძის გადადგომაზე, გავრცელებული ვერსიის სერიოზული კომენტირება კი პრემიერს გაუჭირდა.
„თორნიკე რიჟვაძე არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მმართველი, ეფექტური მენეჯერი, ჩვენი გუნდის წევრი. აბსოლუტურად გაუგებარი და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია ოპოზიციის მხრიდან აჟიოტაჟი. ეს არის აბსურდი და არავითარი სერიოზული კომენტარი ამაზე არ შეიძლება გავაკეთო“, - განაცხადა ღარიბაშვილმა ბათუმიდან, სადაც აეროპორტში TAW Geogia -ს ახალი ტერმინალის გახსნას დაესწრო.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss