| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი ( GBC ) -ბათუმის
საერთაშორისო აეროპორტში ახალი ტერმინალი გაიხსნა. ინვესტიციის მოცულობამ 17 მილიონი დოლარი შეადგინა.ტერმინალის გახსნის ცერემონიაზე
"ტავ ჰოლდინგის" პრეზიდენტის, სანი შენერის განცხადებით, ბოლო 14 წლის განმავლობაში „ტავ ჰოლდინგმა“
თბილისის და ბათუმის აეროპორტებში 220 მლნ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.
„ჩვენ ვამაყობთ, რომ დავასრულეთ ბათუმის აეროპორტის
გაფართოება პანდემიის პერიოდში. პანდემია ამ სფეროზე გლობალურად მნიშვნელოვანი ეფექტის
მომხდენი იყო. 2019 წლის მონაცემებთან შედარებით მგზავრთნაკადი 70%-ით დაეცა. ყველა
ინვესტორი თავს იკავებდა კაპიტალდაბანდებისგან აეროპორტის ინფრასტრუქტურაში, თუმცა
ჩვენ ეს ვაქციეთ შესაძლებლობად და გაფართოების პროექტი წარმატებულად დავასრულეთ. ეს
მომავალში საქართველოს რწმენის დასტურია“, - განაცხადა სანი შენერმა.
მისი თქმით, თუ TAV-ი 2007 წელს წელში 40 000 მგზავრს ემსახურებოდა, 2019 წელს 600 000-მდე გაზარდა.
ტერმინალის გახსნის
ცერემონიას საქართველოს პრემიერ -მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss