| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ბანკები დეპოზიტების დაზღვევის ხარჯის ზრდაზე ჩივიან და იმედოვნებენ, რომ პანდემიური კრიზისი 2022 წლისთვის ოდნავ მიილევა, იურიდიული პირების დასაზღვევი ხარჯი ზედმეტ ტვირთად რომ არ დააწვეთ.
სებ-ის რეგულაციით, მე-3 თვეა, დეპოზიტების დაზღვევის ფონდში შენატანი, საბანკო სექტორს განსხვავებული სატარიფო სქემით უწევს . საწევრო რისკის პროფილის მიხედვით იწონება.
ივლისიდან კორექტირებული ტარიფით, როცა დასაზღვევი ანაბრის მოცულობითი ზღვარიც გაიზარდა (5 000 -დან, 15 000 -მდე), ბანკის ყოველთვიური გადასახადი, ლარში 0.067%-დან, 0.03%-მდე შემცირდა.
თუმცა რისკის პროფილის შეწონვიდან (01.01. 2021 -დან) ბანკების უმეტესობას გადახდა, 0,03%-ზე უფრო მაღალი განაკვეთით უწევს. უცხოურ ვალუტაში კი ფიქსირებულ 0.1% -ზე ნაკლების (1 ივლისიდან სავალუტოზე მანამდე მოქმედი განაკვეთი შენარჩუნდა).
მარტის მდგომაროებით, 3 ჩარიცხვით, ფონდში, საბანკო სექტორის შენატანი 7.4 მილიარდ ლარამდეა. ირიცხება საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 -მდე. შესაბამისად ამ დროისთვის დეკემბერი/თებერვალი/იანვრის შეტანილი აქვს იანვარ/თებერვალ/მარტში.
2020-ის ანალოგიურ პერიოდში ფონდში 4.7 მლნ ლარამდე იყო აკუმულირებული, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ 2020-ის იანვარ-მარტში ₾ 5 000 ზღვარი მოქმედებდა.
საპენსიო სააგენტოში აცხადებენ, რომ სებ-ის რეგულაციით შეცვლილი სატარიფო სქემით, რაც 15 ბანკიდან, თითეულისთვის განსხვავებულ გადასახდელს გულისხმობს (რისკის პროფილის შეწონვით), ბანკების ჯამური შენატანი გაზრდილი არ არის. იანვარში ჩარიცხულის - 2. 5 მლნ (დეკემბრის გადასახადი) მხოლოდ 24%-ია ლარის დეპოზიტის დაზღვევის საფასური. თებერვალში (იანვრის), შეტანილი 2.452 მლნ-ის 35% და მარტის 2.422 000 ლარის, 36.6% (თებერვლის გადსახადი).
საპარლამენტო კომიტეტში, I მოსმენით ახლადგანხილული საკანონმდებლო ცვლილებებით, იურიდიული პირების დეპოზიტების დაზღვევის თარიღი 01.01.2021-დან, 01.01.2020-მდე გადავადდა, რაც ნაწილობრივ პანდემიას უკავშირდება. ასევე გარკვეული დრო დასჭირდა ბანკებთან შეთანხმებას და 2022 -მდე ინტერვალიც სექტორთან ანგარიშგაწევით არის დაგრძელებული.
დეპოზიტების დაზღვევა 01.01.2018-დან ამოქმედდა. 2021-ის მარტისთვის კი ₾4 მლრდ-მდე ლარის და ₾2.1 მლრდ-ის სავალუტო დეპოზიტებია უკვე დაზღვეული. სულ საბანკო სექტორში 36 მლრდ ლარის ანაბრებია, მათ შორის 19 მლრდ-მდე, ფიზიკური პირების.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss